ეს ამოცანა გამოაქვეყნა სინგაპურელმა ტელეწამყვანმა, კენნეტ კონგმა. ამ ამოცანას ხსნიან სინგაპურის სასხოლო ოლიმპიადაზე. ამოცანის გამოქვეყნების შემდეგ ის გახდა ნამდვილი ვირუსი. ახლა მას წყვეტს მთელი ინტერნეტ სივრცე.
ალბერტმა და ბერნმა გაიცნეს შერილი. ალბერტი ეკითხება: "როდის გაქვთ დაბადების დღე?" შერილი წამით დაფიქრდა და მხოლოდ მას მერე უპასუხა: "მე არ გეტყვით თარიღს, მაგრამ მიგანიშნებთ."
მან ჩამოწერა სია, რომელიც 10 თარიღისგან შედგებოდა.
15 - მაისი 16 - მაისი 19 - მაისი
17 - ივნისი 18 - ივნისი
14 - ივლისი 16 - ივლისი
14- აგვისტო 15 - აგვისტო 17- აგვისტო
"აქედან ერთ-ერთი თარიღი არის ჩემი დაბადების დღე" - დასძინა შერილმა.
შემდეგ, ალბერტს ყურში ჩასჩურჩულა თვე - მხოლოდ თვე თავისი დაბადების დღის. ბერნარდს კი - ციფრი თავისი დაბადების დღის. მხოლოდ ამის მერე მან კითხვა დასვა: " შეგიძლიათ დაასახელოთ დღე, ისე რომ ერთმანეთს არაფერი უთხრათ?"
მაშინ ალბერტმა თქვა:
-მე არ ვიცი, როდის გაქვს შენ დაბადების დღე, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბერნარდმაც არ იცის.
- თავდაპირველად მეც არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვიცი - უპასუხა ბერნარდმა.
-მსვენიერია, ახლა მეც ვიცი! - წამოიზახა ბერნარდმა.
როდის აქვს შერილს დაბადების დღე?