x
ნუარიდან ნიუ-ხელოვნებამდე - ავსტრალიაში შიშველი დამთვალიერებლებისთვის გამოფენა გაიხსნა
imageგამოფენას ერთდროულად 50 შიშველი ადამიანი სტუმრობს. გამოფენაზე დასწრებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, მისი ნახვა მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.

ავსტრალიის ნაციონალურ გალერეაში უჩვეულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვარ ჯეიმს ტარელლას ნამუშევრებია წარმოდგენილი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ტანსაცმლის გარეშე არის შესაძლებელი, ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

ასევე, გიდისა და თავად დამთვალიერებლების თქმით, შიშველი სხეული ყველაზე უკეთ შეესაბამება შერჩეულ სტილს.

„ამ შიშველმა ტურმა ბევრი რამ ნათელი გახადა. როდესაც არ გაცვია ტანსაცმელი, თქვენ არ შეგიძლიათ იმსჯელო ვის უფრო ბევრი ფული აქვს, არ არსებობს კულტურული განსხვავებები, რომელიც თავის თავში ტანსაცმელი შეიცავს. საბოლოო ჯამში, ყველა თანასწორია - თითქმის ერთიანი, “ - ამბობს იდეის ხელმძღვანელი სტიუარტ რინგჰოლტი.


ჯეიმს ტარელის ნამუშევრები სურათების, ნახატებისა და ჰოლოგრამების მიქს წარმოადგენს. ასევე, მხატვარი მუდმივად ექსპერიმენტებს აკეთებს სინათლისა და სივრცის გადათამაშებით.
შეგახსენებთ, რომ ადრე შიშველი პერფორმანსი მხატვარმა შვეიცარიაში მოაწყო.

0
10
4-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0