ტექნოლოგიური სიახლეები ახალი ფლაგმანი სახელწოდებით - SAMSUNG galaxy s6 2015, 16 აპრილი, 4:18 SAMSUNG galaxy s5-ის შექმნიდან და წარმოებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, სამსუნგის ამ მოდელში იყო უამრავ სიახლე და ბევრი ნაკლი რაც შემდეგ ფლაგმანში უდავოდ გათვალისწინებულია. პირველ მარტს ბარსელონაში გაიმართა პრეზენტაცია სადაც სამსუნგმა მის ფანებს სიახლე შესთავაზა უკვე ახალი galaxy s6-ის და galaxy s6 edge-ს სახით, იგი წარმოადგენს ვიზუალურად და პროგრამულად დახვეწილ , შუშითა და მეტალით დაცულ კონსტრუქციას. მისი ეკრანი დაცულია გორილა გლას 4 თაობის შუშით, და უზრუნველყოფილია ახალი ანდროიდით-რიგით 5.0 (loli pop). ის რომ სამსუნგს ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს კამერებში უკვე აღარავინ დაობს, თუმცა galaxy s6-ის კამერა უკვე სხვა თემაა. მთავარ ღილაკზე 2 სწრაფი შეხებით აქტიურდება რომელიც კამერა აღჭურვილია უკანა 16 მეგაპიქსელიან ხოლო წინა 5 მეგაპიქსელიანი კამერებით. კამერა იებს ვიდეოს გარჩევადობით 2160 პიქსელი, თუმცა აქვს 1080 გარჩევადობის პიქსელის ფუნქციაც. რაცშეეხება ეკრანს ზომა აბსოლიტურად არ შეცვლილა დარჩა იგივე 5.1 ინჩი როგორც მის წინამორბედში, თუმცა გაზრდილია გარჩევადობა და დამატებული აქვს უამრავი ახალი დეტალი, მისი ეკრანი 1 მილიმეტრით თხელია ვიდრე iphone 6s. ფლაგმანში ვხვდებით სხვა სიახლეებსაც :ანაბეჭდის სენსორი, უსადენო დამუხტვა და სხვა, თუმცა არსებობს ნაკლი წინამორბედისაგან განსხვავებით როგორიცაა ip67 სერთიპიკატის არ ქონა რაც გვაუწყებს რომ იგი არაა დაცული წყლისაგან და მტვრისგან. SAMUNG galaxy s6 და SAMSUNG galaxy s6 edge განსხვავდება ვიზუალური მხარით, გალაქსი ედჯს გააჩნია ორივე მხარეს დახრილი ეკრანი რითაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ გალაქსი ს6 ედჯი ყველაზე დახვეწილი სმარფონია დღესდღეობით. 198 6-ს მოსწონს
|