x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცსს-ს ყოფილმა აგენტმა მერლინ მონროს მკვლელობა აღიარა
image75 წლის ნორმან ჰოჯესი თავის ჯგუფთან ერთად დაკავებული იყო იმ ადამიანების თავიდან მოშორებით, "რომლებსაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ ქვეყნისთვის ."


78 წლის ნორმან ჰოჯესმა აღიარა, რომ ამერიკის მთავრობის დავალებით, თავის ჯგუფთან ერთად ჩაიდინა 37 მკვლელობა 1959-72 წლებში.მან აღიარა, რომ სხვა მკვლელობებთან ერთად მან პირადად გაუკეთა სასიკვდილო ინექცია მერლინ მონროს.

imageროგორც Regnum-ი იუწყება, მოხუცი ამჟამად ვირჯინიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში წევს, აქვე გააკეთა მან სენსაციური აღიარება.როგორც ყოფილი ცსს-ს აგენტი აცხადებს დავალებას უშუალოდ თავის უფროსის მაიორ ჯეიმს ჰაივორტისგან იღებდა.


ჰოჯესის პროფესიონალთა ჯგუფი 5 ადამიანისგან შედგებოდა.მათი მსხვერპლი შეიქმნენ პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფკავშირების ლიდერები და მეცნიერებიც კი, რომლებიც ამერიკას საფრთხეს უქმნიდნენ.



ყოფილმა ცსს-ს აგენტმა აღიარა, რომ მერლინ მონრო ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მან მოკლა.ამასთანავე ჰოჯესი წუთითაც არ ნანობს მერლინის მკვლელობას, რადგან მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, იყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მერლინ მონროს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო კენედისთან, არამედ ფიდელ კასტროსთანაც, ამიტომ მას შეეძლო გადაეცა" სტრატეგიული მონაცემები კომუნისტებისთვის."

image

სურათზე:მერლინ მონრო ძმებ კენედებთან ერთად



როგორც თვითონ აღიარებს, მან ბრძანება შეასრულა 1962 წლის 5 აგვისტოს.


ღამის 1 საათზე შევიდა მერლინის სახლში და მსახიობს დამაწყნარებელი ინექცია გაუკეთა, რომელშიც ნემბუტალი იყო შერეული, ამან გამოიწვია ვარსკვლავის სიკვდილი.


როგორც გამოცემა იუწყება, დღესდღეობით აღარავინაა ცოცხალი, რომელიც ყოფილი აგენტის მონათხრობს დაადასტურებდა.მისი უშუალო უფროსიც კი, მაიორი ჰაივორტი 2011 წელს გარდაიცვალა.თუმცა მომაკვდავი მოხუცის მონათხრობით უკვე დაინტერესდა გამოძიების ფედერალური ბიურო, ჰოჯესი თავის პალატაში ხელბორკილებით არის.

გფბ ახლა მოხუცის მონათხრობ ფაქტებს სწავლობს.

imageსურათზე: ამ მდგომარეობაში აღმოაჩინეს მერლინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს

0
520
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0