x
image
natia.a
ქალის 9 ყველაზე ეფექტური პოზა ფოტოს გადასაღებად - ეს უნდა იცოდეთ!
imageზოგჯერ დამწყებ მოდელებსა და ფოტოგრაფებს პირველი ფოტოსესიის დროს განსაკუთრებით უძნელდებათ სასურველი შედეგის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი შეიძლება ულამაზესი იყოს, ფოტო შესაძლოა მაინც ვერ გამოვიდეს კარგი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფოტოსესიის დროს მოდელის გარეგნობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი პოზის შერჩევა. სწორედ პოზები გვეხმარება ფოტოს გადაღების დროს ხაზი გავუსვათ გარეგნობის ღირსებებს და დავფაროთ ნაკლი.


წარმოგიდგენთ 9 ყველაზე წარმატებულ პოზას, რომლებიც გამოადგება სხვადასხვა ტიპის ფიგურის მქონე და ხვადასხვა ასაკის ქალბატონებს უბრალოდ კარგი ფოტოების გადასაღებად.


1. იატაკზე გვერდულად დაწოლილი - ეს არის პორტრეტისთვის ყველაზე მომგებიანი პოზა. ამ შემთხვევაში გადაღება უნდა მოხდეს პრაქტიკულად იატაკის (მიწის) დონიდან.

image




2. საყრდენს მიღმა - პოზა, რომელიც განსაკუთრებით გამოადგებათ ფუმფულა სხეულის მქონე გოგონებს.

image



3. პოზა სპორტული, სხეულის კარგი ფორმების მქონე გოგონასთვის. მისი საშუალებით გამოჩნდება თქვენი იდეალური ფიგურა. სილუეტი კარგად იქნება ხაზგასმული ნათელ ფონზე.

image


4. მშვენიერი პოზაა კარგი აღნაგობის მოდელებისთვის. იგი მისაღებია მხოლოდ დახვეწილი და პლასტიკური ფიგურის მქონე გოგონებისთვის. ამ პოზაში კარგი იქნება თუ წინდებსაც ამოიწევთ - ამ მცირე ხრიკის წყალობით ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება.

image


5. უნივერსალური რომანტიული პოზა, რომელიც გამოადგება ნებისმიერ გოგოს და დაფარავს ფიგურის თითქმის ყველა ნაკლს. აღნიშნული პოზა უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახადოთ სხვადასხვა ვარიაციით: რაკურსის ცვლილებით, ფეხების მდებარეობით, გვერდზე გახედვითა თუ პირდაპირ კამერაში ყურებით.


image


6. ეს მშვენიერი პოზა მოუხდება ნებისმიერი ტიპის ფიგურის მქონე გოგოს. იგი იდეალურია ძვირფასი ინტერიერის ფონზე გადაღებისას. ამ პოზაში ფოტოგრაფმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მოდელის თვალებზე.

image



7. მოთამაშე პოზა, განსაკუთრებით მომგებიანია პლაჟზე ფოტოსესიისას. დაწექით რაც შეიძლება მოხერხებულად. ცვალეთ ხელების მდებარეობა.


image

8. ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური პოზა. მოდელი უნდა იყოს მოდუნებული, მაგრამ მზერა უნდა ჰქონდეს ცოცხალი და მიმზიდველი.

image



9. ნაზი და საყვარელი პოზა. განსაკუთრებით ეფექტურია, როცა გოგონას აცვია ზურგზე ღრმად ამოღებული კაბა.

image

1
312
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
312
  
2015, 16 აპრილი, 10:10
რა სისულელეა, ლამაზი ქალი ყველა პოზაში ლამაზია
0 1 1