x
BBC World News ევროპაში ASTRA-ს მეშვეობით იმაუწყებლებს

BBC Global News Ltd-მ და კომპანია SES-თან ხანგძლივი ხელშეკრულება გააფორმა. საინფორმაციო არხი მაუწყებლობას HD ფორმატში ASTRA-ს 19.2 გრადუსზე აღმოსავლეთით დაიწყებს.imageBBC World News-ს HD-ვერსია ინგლისურენოვანია. მაუწყებლობას აღნიშნულ სიხშირეზე ის დღეიდან იწყებს.
SES-ის ინფორმაციით, 47 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც ევროპის სატელიტური ოჯახების 52% შეადგენს, სატელევიზიო სიგნალს HD-ში იღებს. მათ მომსახურებას ASTRA 19.2 გრადუსზე აღმოსავლეთით უწევს. 2014 წელს SES 1800 ტელეარხს HD ფორმატში მსოფლიო მასშტაბით აჩვენებს. ევროპაში კი 500-ზე მეტს.
„მოხარულები ვართ, რომ BBC-მ არჩევანი ASTRA-ზე შეაჩერა, იმისათვის რომ მაღალი ხარისხის საერთაშორისო არხის გავრცელება HD ფორმატში მომხდარიყო, “ – ამბობს ფერდინანდ კაიზერი, SES-ის მთავარი კომერციული დირექტორი.

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0