x
ამერიკულ სამხედრო სატელიტურ კავშირს კომპანია SES-ი უზრუნველყოფს

ხელოვნური თანამგზავრი მოქმედებს, როგორც ძალიან მაღალი ანტენა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 36 ათასი კილომეტრის დაშორებით კონკრეტულ ორბიტულ
პოზიციაზე მდებარეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 'ანტენის' მიმართვისას
დაშვებული 0, 1°-ის ტოლი უზუსტობა დედამიწაზე დაფარვის ზონაში 70-კილომეტრიან გადახრას შეესაბამება, მაშინ თანამგზავრების სწორ პოზიციაზე განლაგება უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.აფლინკ სთეიშნ

აღსანიშნავია, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობა ამერიკის
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ყველაზე გლობალურ სატელიტურ კომპანია SES-ს წლების წინ მიანდეს.

ახლახან გლობალურმა სატელიტურმა კომპანია SES-მა განაცხადა ხელშეკრულების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო უწყების Warfighter საინფორმაციო
ტაქტიკური ქსელისთვის (WIN-T)
თანამგზავრული სიხშირით უზრუნველყოფას გულისხმობს.
კონტრაქტის ხანგრძლივობა ხუთი წელია და ის თავდაცვითი საინფორმაციო სისტემის სააგენტოს (DISA) თანამეთვალყურეობით განხორციელდება.

სატელიტური კომპანია SES-ის თანამგზავრული სიხშირეები უზრუნველყოფს
შეერთებული შტატების სამხედრო სამძებრო და საცდელი ღონისძიებებისთვის, აგრეთვე
ახალი მობილური აპლიკაციებისთვის მისიების განხორციელებას.

ნიშანდობლივია, რომ თანამშრომლობა კომპანია SES-სა და შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის სამ ათეულ წელიწადს ითვლის. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სფეროში საქმიანობას, კომპანია SES უკვე ექვსი წელია, რაც პროგრამა WIN-T-ის მთავარი მხარდამჭერია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო ფოტომზვერავი თანამგზავრი 'Космос-2495' აფეთქდა. 7-ტონიანი 'მზვერავი' თანამგზავრი 2014 წლის მაისში გაუშვეს, რათა მას ორბიტიდან გადაღებული ფოტომასალა რუსეთის ტერიტორიაზე დაებრუნებინა, თუმცა
ატმოსფეროში სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ამერიკის ტერიტორიაზე მართვა დაკარგა და ატმოსფეროში განადგურდა.

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0