x
SES: თანამგზავრი თამაშობს გადამწყვეტი როლს მომავლის ქსელებში

ბარსელონა - თანამგზავრს გადამწყვეტი როლი აკისრია მომავლის თანამგზავრიქსელების არქიტექტურაში და ციფრულ ფორმატზე გადასვლის საქმეში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ლეიტმოტივისა, რომელიც დღეს კარიმ მიხაელ საბბაჰმა, SES-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გააჟღერა GSMA მსოფლიო მობილურ კონგრესზე ბარსელონაში. „თანამგზავრი მთავარი მოთამაშეა ციფრულ ფორმატზე გადასვლის საქმეში და იგი წარმოადგენს მობილური ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილს, შესძენს რა დამატებით წვდომასა და ეფექტურობას მობილური ქსელის ოპერაციებს, “ განაცხადა საბბაჰმა კონფერენციაზე. „მხოლოდ სახმელეთო და სატელიტური ინფრასტრუქტურებისა და ტექნოლოგიების კომბინირება მიგვიყვანს რენტაბელურობის
მნიშვნელოვან ამაღლებამდე, კონკურენტუნარიან გადაწყვეტებამდე და სამომხმარებლო უპირატესობების მოპოვებამდე.“
შეეხო რა ყველა ქსელებში ვიდეო-ტრაფიკის მოსალოდნელ ექსპონენციალურ ზრდას,
რომელსაც ახალი ბიძგი მისცა ულტრა მაღალი გარჩევადობის (HD) ტელევიზიის შემოღებამ, საბბაჰმა განაცხადა: „მობილური მოთამაშეების წინაშე დგას წარმოუდგენლად დიდი გამოწვევები და რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ ქსელზე მოთხოვნისა და მისი გამოყენების განვითარება მიგვიყვანს უმართავ გადატვირთვამდე, თუ არ მივმართავთ ფიჭური და სატელიტური ინფრასტრუქტურების ფართომასშტაბიან ინტეგრაციას. ინდუსტრიის ამ ორივე დარგს მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეუძლია თანმხვედრი ეკოსისტემების ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე, საჯარო და კერძო სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა.“

საბბაჰმა ხაზი გაუსვა ასეთი ყოვლისმომცველი „ჰიბრიდული თანამშრომლობის“
გადაუდებელ აუცილებლობას: „თუ, მაგალითად, საჭირო გახდებოდა დღევანდელი ვიდეო ინფორმაციული შინაარსის სრულად მოხმარება მოთხოვნისამებრ და მხოლოდ ევროპაში სახმელეთო ფიქსირებული ქსელის მეშვეობით, მონაცემების მოხმარება თითო ოჯახზე გადაანგარიშებით გამრავლდებოდა 35-ზე არანაკლებ მამრავლზე; ულტრა HD-სთან ერთად ეს ციფრი კიდევ 3-ჯერ ან 4-ჯერ გაიზრდებოდა.“ შესაბამისად, ყველა მონოლითური მიდგომა ტექნოლოგიისადმი შექმნიდა რისკებს იმისა, რომ ვერ შევძლებდით გამკლავებას უზარმაზარ გამოწვევებთან მომავალში, გააფრთხილა მან დამსწრე საზოგადოება. „თუ ამას ვერ შევძლებთ, უზარმაზარი მოთხოვნა ვიდეო ინფორმაციულ შინაარსსა და ნაკადზე კიდევ უფრო გააღრმავებს ციფრულ დეფიციტს.“

ციფრული ინფრასტრუქტურების ინტეგრირება და სამაუწყებლო და ფართოზოლოვანი
ტექნოლოგიების ძლიერი მხარეების გაერთიანება, პირიქით, შექმნიდა უნიკალურ კომბინაციას, დაასკვნა საბბაჰმა. „იქ, სადაც, ერთის მხრივ, სახმელეთო ქსელები ამყარებენ კავშირს და მეორეს მხრივ, თანამგზავრები უზრუნველყოფენ სახლებში IP ვიდეო და არა-ვიდეო შინაარსის მიწოდებას მასობრივი ბაზარზე, ჩვენ შეგვიძლია განვტვირთოთ მიწისზედა ქსელებით გადაცემული ინტენსიური ვიდეო-ტრაფიკი. ეს ხელს შეუწყობს ყველა ჩვენგანს, აკონტროლოს ხარჯები, გაზარდოს წვდომა და შექმნას ჭეშმარიტად თანმხვედრი ეკოსისტემები, რაც დაგვეხმარება კიდევ და კიდევ უდრო მეტ სამომავალო სამომხმარებლო აპლიკაციებზე და გადაწყვეტებზე მოთხოვნის გაზრდაში.“

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0