სხვა ინდოეთში დედამ შვილი ნიანგის კლანჭებისგან დაიხსნა 2015, 10 აპრილი, 15:17 გასულ კვირას დედამ არ მისცა საშუალება ნიანგს სადილად თავის ქალიშვილი გადაესანსლა.
დედა-შვილი მდინარის სანაპიროზე რეცხავდა სარეცხს ქალაქ ვადოდარასთან. მოულოდნელად მდინარიდან თავი ამოყო ნიანგმა, 19 წლის კანტუ ვანკარს მარჯვენა ფეხში ჩაეჭიდა და წყალში მიათრევდა. გოგონას განწირულ კივილს იქვე ახლოში მყოფი დედამისი გამოენთო და შვილის საშველად გაეშურა. ქალი 10 წუთის განმავლობაში მთელი ძალით ურტყავდა ნიანგს იმ ფიცარს, რომელსაც ტანსაცმლის გასარეცხად იყენებდა. საბოლოოდ ნიანგი გოგონას შეეშვა და უკან დაიხია.19 წლის გოგონას ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთი მამაცი და თავგანწირული დედა ჰყავს, კანტუს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გოგონას მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმა აქვს ფეხზე. 102 5-ს მოსწონს
|