ქალი და მამაკაცი საყვარელი ადამიანის დავიწყების "ხელოვნება" 2012, 20 მაისი, 18:59 მტკივნეული განშორებები ადამიანთან რომელიც ჩვენ გულთან რბილად რომ ვთქვათ "ახლოს დგას" ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა, თუმცა სიცარიელე და ტკივილი რომელიც ძვირფასი ადამიანის წასვლის მერე რჩება ჩვენს სულში, არცთუ მარტივი და იოლი დასაძლევია. სტრსის ხანგრძლივობა და სიმწვავე, რომელიც პირად ცხოვრებაში შექმნილ პრობლემებს მოსდევს თან, ყველასთვის ინდივიდუალურია. თუმცა მასთან ბრძოლის გზები და მეთოდები, რომელსაც შემოგთავაზებთ, ნებისმიერისთვის მისაღები და გამოსადეგი იქნება, საიმისოდ რომ რაც შეიძლება მალე "გადააგოროთ" განშორიების ტკივილი და ცხოვრებას ისევ ხალისიანი, ოპტიმისტური თვალით შეხედოთ.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს ყველაფრის გაანალიზებაა. თუკი ურთიერთიბა საბოლოოდ დასრულდა, თქვენ ახალი ცხოვრების დასაწყებად წარსული უნდა "გადაცხრილოთ". აწონდ-დაწონოთ პლუსები და მინუსები რაც ამ ურთიერთობას ქონდა და ბაზირება მინუსებზე გააკეთოთ. ეს გაგიადვილებთ იმის განცდას რომ რაღაც უფრო ცუდს აცდით ამ დაშორების შედეგად. რეალურად ცხოვრებაში რაც ხდება ჩვენს თავს, ცუდიც კი, მხოლოდ უკეთესობისკენ ხდება. აუცილებელია თვითშეფასებაზე და მის ამაღლებაზე იზრუნოთ. ქალების უმრავლესობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, აღარ ზრუნავს თავის მოვლასა და სილამაზეზე, რაღაც პერიოდი მაინც. არავითარ შემთხვევაში არ მიუშვათ თავი თვითდინებაზე. დღეს თუ არა, ხვალ ეს ტკივილი გაივლის, გამოჩნდება სხვა ინტერესის ობიექტი, თქვენ კი ამ დროს საფრთხობელასავით არ უნდა გამოიყურებოდეთ. დახარჯეთ უარყოფითი ემოცია- წამოიწყეთ ახალი საქმე, იარეთ ლაშქრობებზე, გაიცანით ახალი ადამიანები. მოკლედ მომავალს ფართოდ გაუღეთ კარი. ჩემი პირადი გამოცდილებით, სამსახური ყველაზე საუკეთესო გზააა ამ დროს გულის გადასაყოლებლად. დაისახეთ მიზნად დაწინაურება, ხელფასის მომატება და ა.შ მერწმუნეთ ყველაფერს მიაღწევთ. თავი გაინებივრეთ- იშოპინგეთ, იარეთ სილამაზის სალონებსა და სპა ცენტრებში, არაფერზე უთხრათ თავს უარი. და რაც მთავარია, თავს ჩააგონეთ, რომ ადამიანი რომლის გამოც ამდენი გულისტკენა შეგხვდათ, რეალურად არც არასოდეს ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და თქვენ მალე გაიღვიძებთ 3146 6-ს მოსწონს
|