საზოგადოება დასახელდა 2012 წლის ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში 2015, 7 აპრილი, 12:04 საქართველოში ყველაზე გავრცელებული მამაკაცის სახელი კვლავ გიორგია, ქალის კი-ნინო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2012 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2012 წელს ყველაზე მეტ ახალშობილს გოგონას ნინო, ხოლო ბიჭს გიორგი დაარქვეს. თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ახალშობილებისთვის სახელების შერჩევის ტენდენცია იცვლება. წელს ყველაზე პოპულარული სახელი ნინოა, გასულ წელს კი მარიამს არქმევდნენ. სახელ გიორგის პოპულარობით თითქმის არ ჩამოუარდება ნიკოლოზი. ვაჟების პოპულარული სახელებია: გიორგი (1583) და ნიკოლოზი (1521) ასევე გავრცელებული სახელებია : ლუკა (955), ანდრია (839), საბა (835), დავითი (801), ალექსანდრე (773), მათე (327), დიმიტრი (295), გაბრიელი (275), ირაკლი (220), ილია (210), ზურაბი (206), დაჩი (164), თეიმურაზი (136), ცოტნე (136), ლევანი (130), ლაზარე (126), თორნიკე (116) და სხვა. ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო (2523), მარიამი (1669), ბარბარე (979), ანასტასია (939), ანა (910), ელენე (872), ნია (365), თამარი (346), ნატალია (322), თეკლე (265), სალომე (255), ქეთევანი (251), ლია (200), ანამარია (158) და სხვა. 142 5-ს მოსწონს
|