x
image
შაკ_ო
ადამიანი

imageსაზოგადოებრვი, გონიერი არსება, რომელსაც აქვს უნარი გააკეთოს შრომის იარაღები და მათი საშუალებით დაუპირისპირდეს ბუნებას, თავისი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისად გარდაქმნას იგი; არსება, რომელსაც აქვს ცნობიერება, დანაწევრებული მეტყველება და რომელიც ქმნის კულტურას. კ. მარკქსამდე ცნობილი იყო ადამიანის განსაზღვრის მრავალი ცდა: ადამიანი. არის ეთიკური არსება (სოკრატე, პლატონი), ადამიანი. არის საზოგადოებრივი ცხოველი (არისტოტელე), ადამიანი. არის შუამავალი არარასა და ყველაფერს შორის (პასკალი), ადამიანი. არის მანქანა (ლამეტრი), ადამიანი. არის მთლიანად კაცობრიობა (გოეთე), ადამიანი. არის ბუნების მიზანი და არა საშუალება (კანტი), ამ განსაზღვრებებში მოცემული თავისებურებები მართლაც არის ადამიანითვის სპეციფიკური, მაგრამ არსებითი არ არის. როგორც ფ.ენგელსი აღნიშნავდა, ხელი იყო შრომის იარაღიც და პროდუქტიც. აქედან იწყება შრომის იარაღების დამზადება, აზროვნებისა და მეტყველების ინტენსიური განვითარება და ადამიანის ჩამოყალიბება.შრომამ განაპირობა აგრეთვე ადამიანის პირველყოფილი ჯოგური ცხოვრება, რაც პირველყოფილი თემური წყობილების საფეხურს წარმოადგენდა. მთელი შემდგომი ისტორია არის საზოგადოებრივი-ეკონომიკური ფორმაციების განვითარება, მაგრამ თუ ცხოველტა განვიტარება განპირობებულია ბიოლოგიური კანონებით, ადამიანის განვითარება უკვე ახალი ტიპის კანონებით საზოგადოების კანონის მიხედვით ხდება. ცხოველები ვერ ცვლიან თავიანთი საარსებო პირობებს ისინი ეგუებიან და მათზე არიან დამოკიდებულნი. ადამიანი საწარმოო საქმიანობის შედაგად ცვლის გარემოს და თვითონ ქმნის თავის არსებობის პირობებს, იგი თავისი ისტორიის შემოქმედია. ადამიანს უჩნდება სრულიად სპეციფიკური ადაიანური მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები, რომელტა რეალიზაციაა კულტურა, საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმები–მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება. დროსთან ერთად ვითარდება ადამიანი და დღითი დღე ვრწმუნდებით რომ ადამიანის განვითარებას საზღვრები აღარ უჩანს, ცხოველები კი რჩებიან ისევ ისე როგორდაც იყვნენ ოდითგანვე, ამიტომ ადამიანის შედარება ცხოველთან ჩემი აზრით დიდი შეცდომაა!

2
123
9-ს მოსწონს
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
123
  
2015, 15 მაისი, 11:59
გაიხარე
2015, 15 მაისი, 11:56
მაგარია
0 1 2