სხვა სექსი და ალკოჰოლი. +16 2015, 25 ივნისი, 17:02 ალკოჰოლის მოხმარება ზომიერების ფარგლებში სექსუალურ ლტოლვაზე დადებითად აისახება. იგი ხსნის ყოველგვარ დაძაბულობასა და სტრესს. ცხოვრებაში დაძაბული მომენტები ხშირად ააქვს ხოლმე ადამიანს რის გამოც ირღვევა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირება, რაც მამაკაცის ერექციაზე ცუდად მოქმედებს. მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას დაძაბულობისა და სტრესის მოხსნის გარდა კიდევ ერთი პლიუსი აქვს: ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის დაქვეითების გამო ხანგრძლივდება სექსუალური აქტი. ამ დროს ქალი ტკბება კოიტუსის ყველა ასპექტით, თუმცა კი კაცის ორგანიზმი ხშირად სუსტი და არაემოციურია. რაც მეტია ალკოჰოლური სასმელი, მით უფრო სუსტად არის ერექცია გამოხატული და სექსუალური ფუნქციებიც სუსტდება. ალკოჰოლის რეგულარული გამოყენება უარყოფითად მოქმედებს როგორც სექსზე, ასევე სექსუალური პარტნიორის ჯამრთელობაზეც. იმპოტენციის დაახლოებით 10% გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელის ბოროტად გამოყენებით. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სიმთვრალე ასტიმულირებს ღვიძლის მხრიდან ტესტოსტერონის დამშლელი ფერმეტის სინტეზს. ალკოჰოლი ასევე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს სათესლეებზე, იწვევს მათ ატროფიას ანუ უნაყოფობას. გარდა ამისა, ალკოჰოლი უარჰოფითად მოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც პასუხს აგებენ სექსუალურ აღგზნებაზე. ქალებში კი ალკოჰოლი ზრდის სექსუალურობას. მცირე დოზა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს სასქესო ორგანოებში. ქალი ადვილად იღგზნება და ადვილადვე აღწევს ორგაზმს. მეორეს მხრივ, ქალის ალკოჰოლიზმი მამაკაცზე ბევრად უარესი და საშიშია. ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და შედეგებიც უფრო რთულია. სექსი და ალკოჰოლი შეთავსებადია თუ ალკოჰოლის რაციონალურად გამოყენებას ვისწავლით. 374 10-ს მოსწონს 1-ს არა
|