x
image
natia.a
როგორი ჩანთებია მოდაში 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე
ჩანთა, ერთ-ერთი იმ აქსესუართაგანია, რომელიც განსაკუთრებით კარგად უსვამს ხაზს თქვენს ხასიათსა და გუნება-განწყობას. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე მოდაში არასტანდარტული ფორმები და ნათელი პრინტები იქნება.

1.მრგვალი ფორმა

image


მრგვალი ფორმის მინიატურული ჩანთა მეტალის ცეფით ან ტყავის საკიდით 2015 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდია. მართალია, იგი დიდი ტევადობით არ გამოირჩევა, მაგრამ ამგვარი თვალშისაცემი დიზაინი მოუხდება როგორც ყოველდღიურ, ასევე საღამოს ტანისამოსს. მრგვალი მინი ჩანთის წაღება შეგიძლიათ დასვენების დღეს სასეირნოდ წასვლისას, როცა არ გჭირდებათ ბევრი რამის ჩადება. ან კიდევ, შეგიძლიათ ე.წ. კლაჩის მაგივრად გამოიყენოთ თეტრში ან წვეულებაზე ყოფნისას. განსაკუთრებით პოპულარულია ნეიტრალური ტონების გლუვი ტყავისგან შექმნილი მოდელები.

image


2. ჩანთა ხელში


image


კლასიკურ მხარზე გადაკიდებულ ჩანთას წელს ხელში დასაჭერი ჩანთები შეცვლის. ეს არის არა ჩვეულებრივი ელეგანტური პატარა ჩანთა ან კლაჩი, არამედ განიერი „შოპერი“ ან მაქსი კლაჩი რბილი ტყავისგან, რომელიც იკეცება და ზოგ შემთხვევაში მცირე ზომის სახელურებიც აქვს.


image


3. ჩანთა-კალათა

image


ჩანთა-კალათი უკვე რამდენიმე გაზაფხული-ზაფხულის სეზონია რაც მოდიდან არ გადადის. ამჯერად აქტუალურია მოდელები პერფორირებული ტყავისგან, მეტალის შესაკრავებით. ასევე მოდურია ხავერდის კალათები 1970-იანი წლების სტილში, ისევე, როგორც ფუტურისტული ვარიანტები პლასტიკისგან სლოგანებითა და ფერადი ყვავილებით. ნეიტრალური შეფერილობის ჩანთა-კალათა მშვენივრად ჩაჯდება საოფისე სტილშიც და მოუხდება ტრენჩს, საგაზაფხულო პალტოს და პიჯაკს. ნათელი ფერის მინიატურული კალათი კი შეგიძლიათ საღამოს გამოიყენოთ, მაგალითად სავახშმოდ წასვლისას: ნაქარგით ან აპლიკაციებით გაწყობილი თვალშისაცემი აქსესუარი ძალიან მოუხდება მსგავსი ფერის კოქტეილის კაბას.

image



4. ყვავილნარი

image


ყვავილის პრინტი უკვე დიდი ხანია, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე უცვლელად იკავებს ადგილს ტანსაცმელსა თუ აქსესუარებზე. 2015 წლის მოდური ჩანთებიც ვერ გაექცა ამ ტენდენციას. ყვავილის გამოსახულებები ფართო ტყავის შოპერებზე, ელეგანტურ ქალის ჩანთებზე, მინიატურულ კლაჩებსა თუ ჩანთა-კალათებზე ნამდვილ საგაზაფხულო განწყობას შეგიქმნით.

image




0
313
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0