შესანახი პროდუქტები როგორ გამოიყურებიან ჩვენი საყვარელი პროდუქტები, სანამ ჩვენამდე მოაღწევენ 2015, 5 აპრილი, 23:50 ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იზრდება და გამოიყურება, კარტოფილი, ვაშლი, მსხალი, კაკალი, ნიორი, პომიდორი თუ ხახვი. არა იმიტომ რომ ყოველდღიურად ვიყენებთ მას, არამედ იმიტომ რომ ჩვენს პირობებში კარგად ხარობს ეს პროდუქტები და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ამ მხრივ. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სოფელში თუ ქალაქში, თითოეულ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გვინახავს. აღსანიშნავია, რომ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ყოველდღიურად ვიყენებთ მას კვების რაციონში, თუმცა არასდროს გვინახავს, თუ როგორ იზრდება და გამოიყურება, სანამ ჩვენამდე მოვა. ფაქტია, რომ ისინი პირდაპირ სუპერმარკეტებში არ ხვდებიან და მის მოსაყვანად უამრავი ენერგიაა საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა განსხვავებული კლიმატური პირობები და მიწის ნიადაგი, რაც ამ პროდუქტებს ფასთან ერთად ერთგვარ ეგზოტიკურობასაც სძენს. ბევრმა არც კი იცის რა სახით იზრდება ესა თუ ის მცენარე. ხე არის, ბუჩქი თუ ბალახი... 111 4-ს მოსწონს 1-ს არა
|