x
image
ნოდარ ჯოჯუა
თბილისში პოლიციელი მოკლეს

image

გუშინ, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილში, ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნეს. ორივე პოლიციელი ადგილზე დაიჭრა, თუმცა ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შსს განცხადებას აკეთებს.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს ისან- სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელებისმისამართით ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცავი დაიჭრა.


მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0