სისხლის სამართალი
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2014, 17 თებერვალი, 17:01
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ დღეს ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს საბოლოო განაჩენი
გამოუტანა. ვანო მერაბიშვილი 5 წლით პატიმრობაში რჩება, ხოლო
ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ 50.000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, ვანო მერაბიშვილს წელიწადნახევარი პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის
სასამართლო პროცესი ერთი წელი გრძელდებოდა.
ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული.
პროკურატურა მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში, თანხის
მითვისება–გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების
გადამეტებაში ადანაშაულებდა.
ამასთან, ყოფილ პრემიერ მინისტრს გამოძიება კვარიათის აგარაკის
მიტაცებში ადანაშაულებდა, სწორედ ამ მოტივით მერაბიშვილი
პატიმრობაში რჩება.