x
სამხრეთ აფრიკული საპირველაპრილო ხუმრობა

მუთამბისამხრეთ აფრიკის კომუნიკაციების მინისტრმა ფაით მუთამბიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკა წყვეტს უკვე დაწყებულ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს და რჩება ანალოგურ მაუწყებლობაზე.
ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ადგილობრივ პრესაში. ეს შოკისმომგვრელი განცხადება მედიის დისკრიმინაციად შეფასდა და დასახელდა, როგორც დიდი შეტევა მედიაინდუსტრიაზე.
მუთამბიმ ჟურნალისტებს განუცხადა: "არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ აპირებს ციფრულ მაუწყებლობაზე, აქედან გამომდინარე ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ არ შევცვალოთ მაუწყებლობის ხარისხიდ და დავრჩეთ ძველ, ანალოგურ მაუწყებლობაზე. ამით ქვეყანა მილიარდებს დაზოგავს და ჩვენ ეს თანხები შეგვიძლია უკეთესი საქმისთვის გამოვიყენოთ" - განაცხადა მუთამბიმ.

კომუნიკაციების მინისტრმა ეს განცხადება პირველ აპრილს გააკეთა. დიდი გამოხმაურების შემდეგ კი განმარტა, რომ მისი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა იყო.

შეგახსენებთ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოშიც დაწყებულია და ის 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური სიგნალის გათიშვით და
ახალი, ციფრული მაუწყებლობის ჩართვით დასრულდება.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0