x
image
K.P.
"თამთას გიორგიმ ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო"-"X ფაქტორი" ახალ ამბავს გვამცნობს
image
სულ მალე "რუსთავი 2"-ის პროექტის, "X ფაქტორის" ახალი სეზონი იწყება. განახლებული ჟიური, ახალი მონაწილეები და პატარ-პატარა სკანდალები საინტერესო ზესონის მოახლოებას გვამცნობს, პროექტს კი მაღალ რეიტინგს უქადის.

გიორგი გაბუნია და თამთა გოდუაძე კვლავ ჟიურის ამპლუაში იქნებიან, სოფო ტოროშელიძისა და სტეფანე მღებრიშვილის ნაცვლად კი ჟიურის სკამს სოფო ნიჟარაძე და ანრი ჯოხაძე დაიკავებენ. წინა სეზონში ბევრს საუბრობდნენ გაბუნიასა და გოდუაძის რომანზე, ყვითელი პრესის მტკიცებით კი წყვილს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. დღეს კი "X ფაქტორის" ოფიციალურ გვერდზე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადც გაბუნიამ თამთას ხელი სთხოვა და თნხმობაც მიიღო.

"ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!

ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ მეორე სეზონის ჩაწერის დაწყებიდან დადიოდა ხმები იმაზე, რომ თამთასა და გიორგის შორის ხდება "რაღაც" თანამშრომლობაზე მეტი!


დღეს გაირკვა, რომ თამთას ბოლო ჩამოსვლისას საქართველოში, გიორგიმ მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო! ვცადეთ გაგვერკვია, როდის აპირებენ გიორგი და თამთა თავისი გადაწყვეტილების გაოფიციალურებას და რა ფორმით, მაგრამ წყვილი არავითარ კომენტარს ამაზე არ აკეთებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვულოცავთ და ძალიან გვიხარია".

სიმრთლეა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ჯერ უცნობია. თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს მხოლოს საპირველააპრილო ხუმრობაა, რომელიც პროექის რეიტინგსაც ერთიორად გაზრდის.

თამთასა და გიორგის ბედნიერებას ვუსურვებთ, ერთად თუ ცალ-ცალკე ეს უკვე მათი გადასაწყვეტია...


imageimageimageimage





0
2211
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0