ეს ლექსი დაიწერა ჩემი სტატიის შემდეგ. დიდი მადლობა ავტორს: სალომე კობახიძეს
ცხოვრებამ ბევრჯერ გაგწირა შენ კი უკან არ იხევდი,
ისევ იმედით იბრძოდი თავს ისევ მედგრად იცავდი,
შენს სულ პატარა დაიკოს დას და დედობას უწევდი,
ირგვლივ ყველაზე ფიქრობდი ირგვლივ ყველაზე ზრუნავდი.
ბედმა კი ისევ გაგწირა ალბატ სიკვდილზე ფიქრობდი,
მაგრამ თავი არ დახარე ბოლო ძალებით იბრძოდი,
სულ ყველაფერი გტკიოდა შენ კი სიცოცხლეს ართმობდი,
"მე ყველაფრისტვის მზადა ვარ" გულში ამ სიტყვებს ამბობდი.
სიკვდილის დამმარცხებელი, ესე ძლიერი ვინა ხარ?!
ვიცი ყველაფერს მიაღწევ ვიცი ყველაზე წინა ხარ!
მართლა მზის სიკაშკაშე და მართლა წყლის ენერგია ხარ!
არ დაგავიწყდეს მარი რომ ყველას უზომოდ გვიყვარხარ!