ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ყოვედღიური რუტინა და ხანგრძლივი ოჯახური თანაცხოვრება პარტნიორებს შორის ვნებას ამცირებს. ბევრისთვის ეს პრობლემაა, სხვები კი ამ საკითხს იუმორითაც კი უყურებენ. სწორედ ასე მოიქცნენ ილუსტრაციების სერიის - "კამასუტრა სტაჟიანი მეუღლეებისთვის" - ავტორები, რომლებმაც მსუბუქად და იუმორით წარმოადგინეს ცოლ-ქმარს შორის არსებული სექსუალური პრობლემები.
ქვემოთ წარმოგიდგენთ აღნიშნული ალბომიდან რამდენიმე ილუსტრაციას, რომლებიც ერთგვარი იუმორისტული პასუხია კითხვაზე: "რა ადგილი უჭირავს სექსს ოჯახის შექმნის შემდეგ?".
1. პოზიცია "მოქმედებისკენ მოწოდება". ქალი გამომწვევად იხრება ქმრის ფეხებთან ნაგვის გამოსაგველად. ამით იგი ცდილობს გამოიწვიოს კაცი, რათა ეს უკანასკნელი... დაეხმაროს სახლის დასუფთავებაში.
2. პოზიცია "ჭურჭლის სარეცხი მანქანა". კარგია მათთვის, ვისაც მოსწონს როლების გაცვლა. თავიდან აქტიურია მამაკაცი: იგი ალაგებს ჭურჭელს სარეცხ მანქანაში. შემდეგ კი ინიციატივას იღებს ქალი: მან უნდა გააკონტროლოს ქმარი, თორემ კაცმა შეიძლება ყველაფერი არასწორად გააკეთოს.
3. პოზიცია "სუფთა ჰაერი". უკავშირდება ქცევის ნორმებისა და სტანდარტების დარღვევას და, ამიტომ, მისაღებია მხოლოდ ისეთი წყვილისთვის, ვისაც თანაცხოვრების ხანგრძლივი "სტაჟი" აქვს. ამ პოზიციაში მამაკაცმა შეიძლება ჰაერი გააფუჭოს და ამისთვის ცოლს არ მოუხადოს ბოდიში.
4. პოზიცია "სხვის უბედურებაზე". ამ პოზიციაში ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული და ავლენენ ურთიერთსიყვარულს მაშინ, როცა მეორე წყვილი ჩხუბობს.
5. პოზიცია "2+1". კლასიკური პოზიცია ბავშვიანი მეუღლეებისთვის. ადგილი აქვს მაშინ, როცა ცოლ-ქმარს სასიყვარულო აქტს აწყვეტინებს შვილი, რომელმაც თავის ოთახში გაიგონა რა რაღაც გამოუცნობი და უცნაური ხმები, გადაწყვიტა მშობლებთან დაძინება.
6. პოზიცია "მესამე ზედმეტია". სახლში ავეჯის გადასაადგილებლად ცოლი ქირაობს ვინმე დაკუნთულ სიმპათიურ მამაკაცს. ეს უკანასკნელი, საქმის დაწყებისას, იხდის მაისურს. ქალი სიამოვნებით შესცქერის ნავარჯიშებ სხეულს, ქმარი კი საცოდავად არის ატუზული..
7. პოზიცია "საყიდლებზე". ქალი მთელი ძალით "ექაჩება" მაღაზიებში ქმარს, ეს უკანასკნელი კი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ არ წაყვეს.
8. პოზიცია "ფარული საფრთხე". ცოლის დანახვაზე დამფრთხალი ქმარი სწრაფად ხურავს თავის ლეპტოპს, რათა ქალმა არ ნახოს მისი პირადი მიმოწერა.
9. პოზიცია "ბავშვი ბებიასთანაა". როგორც იქნა ცოლ-ქმარი ღამე მარტო დარჩა და ამდენი ხმის შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა... უბრალოდ გამოიძინონ! უფრო კარგი ეფექტისთვის, საძილე აბებიც ხელთ აქვთ.
10. პოზიცია "სიმშვიდის წუთი". თუ ქმარი ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთის მატჩზე წავიდა, ცოლს შეუძლია მოდუნდეს, ჩაწვეს აბაზანაში და თუნდაც ხანმოკლე დროით დატკბეს მარტო ყოფნით.