კერძები ხორცისაგან ღორის ხორცის მწვადი 2011, 29 ოქტომბერი, 7:37 შემადგენლობა: 1კგ რბილი ხორცი; 1 თავი ხახვი; 2 ჩ/კ მარილი; 1, 5 ჩ/კ შავი პილპილი. მომზადება: დაჭერით ხორცი 60-70გ-იან ნაჭრებად, ხახვი ნახევარრგოლებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, და კარგად აურიეთ ხორცი და ხახვი. დატოვეთ 5 სთ. ცივ ადგილას. ხორცი წამოაცვით შამფურზე მცირე დაშორებით და შეწვით მაყალზე 15-20 წთ, შამფური გამუდმებით ატრიალეთ. ხორცის მზადყოფნა შეამოწმეთ დანის დასმით. 3269 2-ს მოსწონს
|