x
image
natia.a
სააღდგომო კულიჩი მოხარშული ცომისგან (დეტალური რეცეპტი ფოტოებით)
imageაღდგომა ახლოვდება და ბევრი ემზადება კულიჩი სახლში, თავადვე მოამზადოს.
როგორც იტყვიან, კულიჩის იმდენი რეცეპტი არსებობს, რამდენი დიასახლისიცაა. ამჯერად
წარმოგიდგენთ ე.წ. მოხარშულ ცომზე მომზადებულ კულიჩს, რომელიც განსაკუთრებით ფუმფულა,
ნაზი და, ამავდროულად, არც თუ ისე მშრალი ტექსტურით
გამოირჩევა.





ინგრედიენტები (4 საშუალო ზომის კულიჩისთვის, მთლიანობაში 1, 25 კგ.):


- რძე 250მლ
- საფუარი 25გ. (დაპრესილი, ცოხცალი საფუარი)
- ფქვილი 700გ.
- კარაქი 130გ.
- შაქარი 225გ.
- კვერცხი 4 ცალი(4 გული და 3 ცილა)
- ვანილი 2 ჩ.კ.

- 1/2 ფორთოხლის ცედრა
- მარილი 1/4 ჩ.კ.
- 150გ. ჩირისა და თხილის ნაზავი (ქიშმიში, კურაგა, ნუში, ნიგოზი, ცუკატები)
- მოსართავად, სურვილისამებრ, შოკოლადის ან შაქრის მინანქარი.



210 მლ. რძეს დავამატებთ 50 გ. კარაქს და მივიყვანთ ადუღებამდე. როგორც კი დუღილს დაიწყებს, სწრაფად ჩავყრით 50 გ. გაცრილ ფქვილს და კარგად ვურევთ. მივიღებთ სქელ, გლუვ მასას. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და გავაგრილებთ ოთახის ტემპერატურამდე.


imageimage











40 მლ. თბილ რძეში (25-30ºС) შევურიოთ 5 გ. შაქარი და 40 გ. საფუარი. დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად 10-15 წთ.


imageimageimage












გაგრილებული მოხარშული ცომი და ამოსული საფუარიანი მასა ერთმანეთს შევურიოთ. დავახუროთ საკონდიტრო ცელოფანი და ისევ დავდოთ თბილ ადგილას ამოსასვლელად. ამას დაახლოებით 1-1, 5 საათი დაჭირდება.


imageimageimage











გავაცალკევოთ კვერცხის გულები და ცილები. გულებს შევურიოთ მარილი, კარგად ავთქვიფოთ და ცოტა ხნით გავაჩეროთ. ამგვარად კვერცის გულები ცომს უფრო ინტენსიურ ყვითელ ფერს მისცემს.


imageimage








როცა ცომი ამოვა, მარილიანი კვერცხის გულებს ავთქვიფავთ (ხელის სათქვეფით) შაქართან, შემდეგ დავამატებთ ვანილს და ცედრას. ამოსულ ცომს ვამატებთ კვერცხიანი მასის ნახევარს, 100 გ. ფქვილს, ავურევთ და ისევ ვდებთ ამოსასვლელად 1 სთ-ით.

imageimageimage









ამოსულ ცომში ვამატებთ კვერცხის გულების დარჩენილ მასას და 30 გ. არაჟანს. კარგად ავურევთ. თანდათან ვამატებთ გაცრილ ფქვილს. როგორც კი მოზელა შესაძლებელი გახდება, გადმოვიტანთ ცომს ფქვილმოყრილ მაგიდაზე, თანდათან ვამატებთ ფქვილს და ვზელთ სანამ ხელზე და მაგიდაზე აღარ მიეკრობა, დაახლოებით 30 წთ. ამისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 300-350 გ. ფქვილი.



imageimageimage










imageimageimage












შემდეგ ძალიან დარბილებულ 80 გ. კარაქს შევაზელთ ცომში, ვზელთ დაახლოებით 10 წთ, სანამ ელასტიური არ გახდება.


imageimageimage








3 კვერცხის ცილას და 110 გ. შაქარს გავთქვიფავთ ბეზედ და მასაც, ისევე, როგორც კარაქს, შევაზელთ ცომში. ცომი ცოტა გათხელდება, მაგრამ თანდათან ისევ დავამატებთ ფქვილს და 15-20 წთ. ზელის შემდეგ იგი ისევ შეიკვრება. მიღებულ ცომს ისევ ვდებთ ამოსასვლელად (2-2, 5 სთ).


imageimageimage









ამოსულ ცომს ჩავზელთ და შევურევთ ჩირის და თხილის ნაზავს. ვზელთ 7-10 წთ. და ისევ ვდებთ ამოსასვლელად (2 სთ).



imageimageimage









ამოსულ ცომს ისევ ჩავზელთ. ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებს შევათბობთ გაზქურაში (დაახლოებით 1 წთ), და ვდებთ ცომს ისე, რომ ფორმის მხოლოდ 1/3 შეავსოს. ისევ ვდებთ ამოსასვლელად 1 სთ.


imageimage












ამოსულ კულიჩებს ვაცხობთ 180 გრადუსზე, 20-დან 50 წთ-მდე, კულიჩის ზომის მიხედვით (რაც უფრო დიდი ზომისაა, მით მეტი დრო სჭირდება). კულიჩის მზაობას ვამოწმებთ ხის ჩხირით: ჩავარჭობთ ჩხირს, თუ მშრალი ამოვიდა, კულიჩი მზადაა.


image




მზა კულიჩებს გამოვიღებთ, დავაცდით 2 წთ. და ამოვიღებთ ფორმებიდან.


თუ სურვილი გვაქვს, გაგრილებულ კულიჩებს მოვრთავთ შოკოლადის ან შაქრის მინანქრით, ან უბრალოდ მოვაფრქვევთ შაქრის პუდრს.


image






1
737
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
737
  
2015, 26 მარტი, 10:36
უკაცრავად, მომზადებაში საფუარის რაოდენობა შეცდომითაა მითითებული, სინამდვილეში სჭირდება 25 გრამი (როგორც ინგრედიენტებში წერია).
0 1 1