სასიამოვნო სიახლე ქალბატონებისთვის, ფრანგმა სპეციალისტება შექმნეს ტრუსები, რომელიც ცელულიტს კურნავს.
Simone Pérèle-ს მიერ შექმნილმა ტრუსებმა 28 დღიანი ტესტირება გაიარა და მასში მონაწილე ქალბატონების 63% აღფრთოვანებული დარჩა, რადგან ახალი ტრუსები ცელულიტთან საბრძოლველად ეფექტური აღმოჩნდა.
როგორც ცელულიტის მკურნალი ტრუსების შემქმნელები განმარტავენ, ტრუსები კოფეინის, ვიტამინი E-ს, ალოე ვერასა და რეტილონისგანაა დამზადებული, აღნიშნული ნივთიერებები კი კანს ტონუსს უმაღლებს. მათივე განცხადებით ე.წ. „ჯადოსნური ტრუსები“ საკუთარ თვისებებს 100 გარეცხვამდე ინარჩუნებს, 100-ჯერ გარეცხვის შემდეგ კი ახალი უნდა შეიძინოთ.