x
image
worldsport.ge
სტივ ნეში - ფენომენალური კარიერის დასასრული

image41 წლის ასაკში პროფესიული კარიერის შეწყვეტის თაობაზე კანადელმა კალათბურთელმა სტივ ნეშმა გამოაცხადა. ნეშმა “ფინიკს სანზის”, “დალას მავერიკსისა” და “ლეიკერსის” შემადგენლობაში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა, ორჯერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (ფინიკსელთა რიგებში გამოსვლისას), რვაჯერ კი NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მიიღო მონაწილეობა.
წლეულს ნეშმა ზურგის ტრავმის გამო რეგულარული პირველობის ვერცერთ მატჩში ვერ ითამაშა და გუშინ ლოს ანჯელესელ გულშემატკივრებს შემდეგი წერილით მიმართა: “ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი საქმის ერთგულების და წინსვლის სურვილის ტალანტია. კალათბურთის ერთგული ვიყავი და მიზანმიმართულად ვემსახურე ამ ულამაზეს სახეობას. მრავალი ტკივილის მიუხედავად განუხრელად წინ მივიწევდი და გზიდან გადახვევა წამითაც არ გამივლია გონებაში”.
სტივ ნეშმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1217 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 14 ქულასა და 9 შედეგიან გადაცემას ასრულებდა. ნეშს ლიგაში საჯარიმო ტყორცნათა რეალიზაციის (90.42) ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს. ჯონ სტოქტონისა და ჯეისონ კიდის შემდეგ სტივ ნეშს შედეგიან გადაცემათა რაოდენობით (10335) ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მესამე საფეხური უკავია.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0