x
სატელიტური კომპანია SES-ს მსოფლიო მასშტაბით წვდომა 312 მილიონი ოჯახის ტელევიზორებზე აქვს, მათ შორის კი 1.1 მილიარდი ადამიანია

imageმსოფლიოს გლობალურმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა (NYSE Euronext Paris და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) განაცხადა, რომ 2014 წელს წვდომა მსოფლიოში 312 მილიონ სატელევიზიო ოჯახამდე გაზარდა და, ამრიგად, 1.1 მილიარდ ადამიანამდე მიაქვს თავისი მომსახურება. ეს შეადგენს 7-პროცენტიან ზრდას წინა წელთან შედარებით.
SES-ის ყოველწლიური ბაზრის კვლევა, მათ შორის Satellite Monitor-ის დეტალური კვლევა ევროპაში, აჩვენებს, რომ ზრდა მომდინარეობს აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ბაზრებზე, სადაც SES-ს შესაბამისად 7 მილიონ, 44 მილიონსა და 24 მილიონ ოჯახზე აქვს წვდომა. ევროპაში
ოჯახებზე წვდომა 154 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - 84 მილიონამდე.

SES-ის ფლოტილიის პირდაპირი წვდომა ტელე-ოჯახებზე 2013 წელს არსებული 106 მილიონიდან 2014 წელს 125 მილიონამდე გაიზარდა. მაშინ, როდესაც საკაბელო წვდომამ მცირეოდენი კლება განიცადა, (- 3 პროცენტი), SES -ის თანამგზავრების მიერ მიწოდებული IPTV-ს მქონე ოჯახების რიცხვი 21-ით გაიზარდა და 38 მილიონს მიაღწია. ეს ციფრები თანამგზავრის წვდომის უწყვეტ ზრდასა და სატელემაუწყებლო ინფრასტრუქტურის წამყვან როლზე მიუთითებს.

SES-ის Satellite Monitor-ის შედეგები ასევე ნათლად წარმოაჩენენ თანამგზავრის, როგორც ინფრასტრუქტურის, მნიშვნელოვან როლს, ისევე როგორც SES-ის მნიშვნელოვან როლს ევროპაში. თანამგზავრი კვლავაც რჩება სატელევიზიო სიგნალის მიღების ყველაზე გავრცელებულ სახეობად ამ რეგიონში, აქვს რა პირდაპირი
წვდომა 90 მილიონზე მეტ ოჯახზე. SES-ის 64 მილიონზე მეტი თანამგზავრული ოჯახით ინარჩუნებს ევროპაში უძლიერესი სატელიტური კმპანიის სტატუსს პირდაპირი წვდომის თვალსაზრისით. გერმანია კვლავაც უდიდეს DTH ბაზარს წარმოადგენს SES-სთვის, აქვს რა წვდომა 18 მილონ ოჯახზე ASTRA-ს მეშვეობით, მაშინ როდესაც საფრანგეთი ყველაზე დიდ IPTV ბაზრად რჩება, მოიცავს რა თითქმის 11 მილიონ ოჯახს, რომელთაგან 9 მილიონს არაპირდაპირი გზით ემსახურება ASTRA.

წვდომის ციფრებმა ასევე დააზუსტა HD-ს გავრცელება ევროპაში, კერძოდ, 2014 წელს HD-ს უყურებდა თანამგზავრული ტექნოლოგიით აღჭურვილი 47 მილიონი ოჯახი, წინა წლის მონაცემი კი 38 მილიონს შეადგენდა. ამათგან, თანამგზავრით აღჭურვილი ევროპული ოჯახების 77 პროცენტი HD-ს SES-ის თანამგზავრებით უყურებს. 2014
წლის ბოლოსათვის SES გადასცემდა 6, 500-ზე მეტ სატელევიზიო არხს, მათგან 1, 800 – HD ფორმატში მსოფლიო მასშტაბით.

„SES-ს ყოველწლიური ბაზრის კვლევისა და Satellite Monitor-ის კვლევის შედეგებმა დაადასტურა SES-ის, როგორც სატელემაუწყებლო ინფრასტრუქტურის წამყვანი როლი, “ განაცხადა ფერდინანდ კაიზერმა, SES-ის კომერციულმა დირექტორმა (CCO). „ჩვენ განუწყვეტლივ ვახორციელებთ ინვესტირებას, რათა უკეთ მოვემსახუროთ
სამაუწყებლო ინდუსტრიას, განსაკუთრებით - განვითარებად ბაზრებზე. მაგალითად, SES-9, რომლის გაშვებაც წელს არის დაგეგმილი, გაზრდის SES-ის სიმძლავრეებს, რათა მოხდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიისა და ინდონეზიისათვის DTH მაუწყებლობის მიწოდება. მეორეს მხრივ, შედეგები გვიჩვენებს, რომ აფრიკის ბაზარი უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მომსახურების განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ სატელევიზიო ოპერატორებს
და დავეხმაროთ მათ ახალი მაყურებლის მოპოვებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ განვითარებულ ბაზრებსაც, როგორიცაა ჩრდილო ამერიკა და ევროპა, სადაც SES გადამწყვეტ როლს ითამაშებს შემდეგი თაობის ვიდეოში.“

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0