x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დუმილი, ვით სამარე (14 ნაწილი)
image


გათხოვების შემდეგ საოცრად მალე გარბოდა ვილმას ცხოვრება და თვალსა და ხელს შუა მისდევდნენ დღეები დღეებს. ლუკა სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან, დიტო კი იდეალური ქმარი იყო და მათ ცხოვრებას ორი ანგელოზი- ლაშა და სალი ალამაზებდნენ და ასულდგმულებდნენ. თათასთან ურთიერთობა ვილმა საერთოდ გაწყვიტა, რაც შეეხება თიკას კი, ისიც გათხოვდა და მხოლოდ ერთი ქალიშვილი- ნინი ჰყავდა. ვილმა და თიკას ცხოვრებაში ეხლა ახალი საზრუნავი, შვილები გაჩნდნენ და დაქალებული გოგონები გულმოდგინედ უძღვებოდნენ იმ უღელს, რასაც შვილები და ოჯახი ჰქვია. ბავშვებს ჯერ საბავშვო ბაღში დაატარებდნენ, შემდეგ სკოლაში და ისინიც უცებ წამოიზარდნენ და სალი და ნინიც თიკა და ვილმასნაირად მეგობრობდნენ.


ერთ დღეს ნინი სალისთან იყო სტუმრად, ერთმანეთს სასიყვარულო ამბებს უზიარებდნენ, როდესაც ვილმამ შემთხვევით მოკრა ყური შვილის გრძნობებს, ნინის წასვლის შემდეგ კი დაისვა და დაარიგა.


-- სალი, ვხვდები, რომ უკვე დიდი ხარ შვილო, არ იფიქრო განგებ ვისმენდი თქვენს საუბარს, უბრალოდ ყური მოვკარი და ინტერესმა მძლია, გარდა იმისა, რომ დედა ვარ, გახსოვდეს, რომ შენი ყველაზე ახლო მეგობარი მინდა ვიყო, გახსნილად თუ გამიზიარებ ყველაფერს მეტ-ნაკლებად, ვიცი ამის გაკეთება მეგობრებთან უფრო გაგიადვილდება, თუმცა გეტყვი, მეგობრები ისე ვერ დაგარიგებენ, როგორც მე შენ. წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, რადიკალურად შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, ვიცი გაგიჭირდება ამის დაჯერება და მეტყვი, რომ მამა ერთგული და მშრომელია, სახლში ყველა პირობა გვაქვს და რატომ ვწუწუნებ, შენ ჩემი მგრძნობიარე და ჭკვიანი გოგო ხარ შვილო და რადგან სახლში მარტონი ვართ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, მამაშენი მიყვარს როგორც ჩემი შვილების მამა და კიდევ იმიტომ, რომ თავს ქალად მაგრძნობინებს, თუმცა როგორც მამაკაცი არა და თავის დროზე დედისთვის რომ მეკითხა რჩევები, შესაძლოა დღეს სულ სხვა რაკურსით წარმართულიყო ჩემი ბედი. ამიტომ რისი თქმაც გინდა გისმენ.



* * დედა, არ ვიცი რა ვთქვა, რაღაცნაირად გულზე მომხვდა შენი ამბები, მამა ძალიან მიყვარს და მეწყინა თქვენს შორის ამხელა სივრცე. მე სანდრო მიყვარს, სოფოს უბნელია და მასაც აქვს ჩემს მიმართ გრძნობები, სულ უნდოდა თქვენი გაცნობა, მაგრამ მე ვერ ვაბამდი თავს ამ ყველაფერს.


-- ხოდა ძალიან კარგი, შენს დაბადების დღეზე დაპატიჟე და გავიცნობთ.


თავზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.


გახარებული სალი მას შემდეგ არაფერს მალავდა დედასთან, სანდროსაც ახარა, რომ მალე გააცნობდა ოჯახს. ამასობაში გავიდა ერთი კვირაც და დადგა 11 აპრილი, სალის დაბადების დღე. მის უამრავ მეგობარს მოეყარა თავი, რა თქმა უნდა სანდრო, სოფო, ნინი და ლაშაც იქ იყვნენ. მამისგან გამოყოლილი ლამაზი ცისფერი თვალები სალის უფრო უბრწყინავდა და მეტად კმაყოფილი იყო, როდესაც მშობლებმა რჩეული მოუწონეს. სანდროს დასაწუნი მართლაც არაფერი ჭირდა, მაღალი, სიმპატიური ბიჭი იყო თლილი ცხვირით, დიდი წამწამებითა და შავი თვალებით, ულამაზესი ღიმილით, რითაც მოაჯადოვა სალი. გვრიტებივით სულ განმარტოვებას ცდილობდნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთის არსებობით. ოთახში მოულოდნელად სინათლე ჩაქვრა და აი თიკაც შემობრძანდა ტორტით ხელში, იუბილარს ჩააქრობინეს სანთლები და ახალგაზრდებმაც უმალ მოიპარეს სათითაოდ. ვილმას კი ამ სცენაზე უცებ ცრემლი მოერია და ოთახიდან გავიდა. ტორტით ხელში დაედევნა მას თიკა სამზარეულოში.


* * ჰეი, რა ხდება?


-- არაფერი. და ცრემლი მოიწმინდა.


* * კარგი, ნუ მეტყვი.


-- შენი დაბადების დღე გამახსენდა.


* * რომელი სულელო?!


-- აი, დიტო რომ გავიცანი, ის...


* * კარგი დრო ვატარეთ მართლაც... და რატომ გაგახსენდა?


-- ტორტის სანთელი რომ მოვიპარე, მაგ ღამეს დიტო მესიზმრა, ვითომ შენს აივანზე გავედით და სიყვარულში კოცნით გამომიტყდა. მაშინ როგორი სხვანაირი განცდა მქონდა მის სიახლოვეზე, უფრო ვნებანარევი... მართალი ყოფილა ე.ი. ტორტის სანთლებზე.


* * მომისმინე ქალბატონო, რეებს ბოდიალობ, ეგ უბრალოდ დამთხვევაა, რა სისულელეებს უწევ ვარაუდს? მიდი, მიდი, წაიღე ესენი სტუმრებთან. (თეფშებით ტორტის ნაჭრები გაუწოდა)


ყველამ ისევ სტუმრებით მოფენილ ოთახში მოიყარეს თავი, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ, იცინოდნენ. თიკამ კი მუჯლუგუნი წაჰკრა ვილმას და ლაშასკენ გაახედა, რომელიც სოფოს ელაზღანდარებოდა.


* * ჰაა, მოგწონს სარძლო?


-- უიმე თიკა, საიდან დაასკვნი ხოლმე.


* * ქალო შენ ბრმა ხარ თუ რა არის, მთელი დღეა თვალში მედება შენი ბიჭი როგორ კერავს სალის დაქალს.


-- ახალგაზრდები არიან, შეეშვი, ნუ კუდიანობ, თვითონ იფრთხილე ნინი არ აგაცქაფონ.


და ორივემ ერთად გაიცინა.



* * * * * * * * * * * * * * * * *


ერთ დღესაც კი თიკას წინასწარმეტყველება ახდა და ლაშა და სოფო გაიპარნენ- დაქორწინდნენ. სანამ მეგობრის დაჩიდან დაბრუნდებოდნენ, ამასობაში სალიც გაყვა სანდროს- ისინიც გაიპარნენ. ვილმა გადარეული იყო შვილების ერთობლივი და მოულოდნელი შეთქმულებით, თან უხაროდა, თან ნერვიულობდა და განიცდიდა, ამიტომ ოთხივე მძახლის გამოპატიჟება ერთად გადაწყვიტა. სუფრის სამზადისში კი რაღა თქმა უნდა თიკა და ნინი მიეხმარნენ. აი სტუმრებიც მოვიდნენ, ზარის ხმაზე ვილმა სამზარეულოში გაიქცა წინსაფრის მოსაძრობად, კარის გაღება კი თიკას დაავალა. კარის გაღება და თიკას წამოყვირება ერთი იყო.


* * შშ... შენ... აქ რას აკეთებ!


---- თიკაა, ვაიმე არ მჯერა. აქ რას ვაკეთებ და ჩემი სიძე უნდა გავიცნო.


ამასობაში ვილმაც გამოვიდა სამზარეულოდან და ამ ყველაფრის მომსწრესა და გამგონეს გული წაუვიდა. ატყდა ჩოჩქოლი, დააწვინეს დივანზე, მოიყვანეს გონს და ცოტახანში მხიარულება ისევ განახლდა. მალევე ყველა სტუმარმა მოიყარა თავი, ახალდაქორწინებულებიც მოვიდნენ და სალხინო სუფრა გვიანობამდე გაგრძელდა, მხოლოდ ვილმას არ უხაროდა არაფერი და წარა-მარა ვალერიანებს სვამდა. ლაშა და სოფოც თავიანთ ახალ სახლში წავიდნენ, რომელიც დიტომ უყიდა. ყველა რომ წავიდა, ვილმამ მიალაგე იქაურობა და დიტოსთან ერთად დასაძინებლად გაემართა. საღამურზე მუქი შინდისფერი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა, დაჯდა სარკესთან და იმდენხანს ივარცხნიდა თმას ნერვიულობისგან, რომ რამის სულ დაიცვინა.


* * რა ხდება ვილმა, დღეს განსაკუთრებულად ცუდ ხასიათზე მეჩვენები, ალბათ გადაიღალე ჩემო ბრილიანტო, მოდი დაგამასაჟებ და ეგ სტრესიც გაქრება. (გამოსძახა დიტომ საწოლიდან)


-- მასაჟი ვერ მიშველის.


* * კარგი, მაშინ ჩაგეხუტები. (ცელქობდა დიტო)


-- ლაშა და სოფო დეიდაშვილები გამოდიან, თათა ჩემი ნახევარდაა დიტო!!


წამოიყვირა ვილმამ და სავარცხელი სარკეს მიანარცხა, ჩარგო სახე ხელებში და გულამომჯდარი ატირდა. დიტო ცივად წამოდგა საწოლიდან, შარვალი ამოიცვა, სიგარეტის ღერი გამოაძვრინა კოლოფიდან, სანთებელით მოუკიდა და აივანზე გავიდა, ნაპასის გაკეთება და გულის დარტყმა ერთი იყო. აი ასეთი საჩუქარი ერგოთ შვილებს მამისგან. ტრადიციისამებრ დაკრძალეს დიტო.


მარტოდ დარჩენილი, ცხოვრებით განადგურებული ვილმა მხოლოდ შვილიშვილებითღა ხარობდა. პირველს სალი და სანდროს შეეძინათ გოგონა და მას ვილმა დაარქვეს, შემდეგ კი ლაშა და სოფოს ვაჟი-დიტო. შვილიშვილებმაც მალე იწყეს ზრდა, ტიტინი და ბებიის გულს ათმაგად ახარებდნენ. განსაკუთრებით კი პატარა ვილმა უყვარდა ვილმას, მარტო სახელით კი არა, რაც იზრდებოდა, თითქმის ყველაფრით ბებიას ემსგავსებოდა გოგო.


ერთ დღეს პატარა ვილმა სკოლიდან გამოიპარა და ბებიასთან მივიდა სირბილით, ისიც რაღა თქმა უნდა სახლში დახვდა.


-- ვილმა, შვილო, ისევ გამოიპარე ხოომ? ამ დროს წესით სკოლაში უნდა იყო, რა მოხდა?


* * ბები, გეხვეწები, გეხვეწები, უარი არ მითხრა, გთხოვ, გთხოვ და ბებოს მკლავზე დაეკიდა.


-- ჯერ გამაგებინე რა ხდება და ვნახოდ.


* * დღეს ღია გამოფენაა ბები, მოსაწვევი მეც მომცეს აი ნახე, დედა არ გამიშვებს ვიცი და შენ ვერ წამიყვან?


-- და სალის რატომ არ სთხოვ ვილმა?


* * რატომ და კატეგორიულად მიკრძალავს ხატვაზე საუბარსაც კი, არ ისწავლი და არ ივლი ხატვაზეო, რა მომავალი აქვთ მხატვრებს, მოლბერტი უნდა ამოიდო იღლიის ქვეშ და იჯდე ზოოპარკში ან მუშტაედში, რომ ვიღაცას ეღრიჯო 10 ლარად პორტრეტს დაგიხატავო.


-- ჰმ, უყურე შენ მაგას, ხოდა მოდი და დედაშენის ჯინაზე წავიდეთ.


ჩაეხუტა შვილიშვილს და წამში გაემზადა. სალისთან დარეკა და გააფრთხილა დღეს ვილმა ჩემთან რჩებაო და 15 წლის შვილიშვილთან ერთად გაუდგა გზას. უამრავი ხალხი ირეოდა მუზეუმში, ზოგი გულმოდგინედ ათვალიერებდა, ზოგიც კი ფოტოებს უღებდა ნახატებს. პატარა ვილმაც ფოტოების თვალიერებამ ისე გაიტაცა, ბებოს გაშორდა დარბაზში. ვილმა კი ერთ ნახატს მიაშტერდა და ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.


* * რატომ სტირი... (მიუგო ხრინწიანმა ხმამ)


ვილმა შეცბა, ნუთუ მე მითხრესო, შემობრუნდა და ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი დაინახა. ქალურმა ინსტიქტმა იღვიძა წამში, სახეზე ჩამოშლილი ჭაღარა ლოკონი შავი მანდილის ქვეშ დამალა და მიუგო.


-- უკაცრავად, მე მითხარით რამე?


* * გაცნობის დღიდან მითხარი თქვენობით არ ვისაუბროთო, უკვე დაგავიწყდა? შვილიშვილი ძალიან გგავს, დიტოს გამო ვწუხვარ.


ვილმას ტუჩები აუთრთოლდა ემოციებისგან, თვალები მოჭუტა, რომ დაბერებული მამაკაცის სიღრმეში ამოეცნო ნაცნობი და გაშრა. ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე და აკანკალებული ჩაეხუტა ლუკას.


-- ღმერთო ჩემო, ნუთუ შენ ხარ.


* * მე ვარ ვილმა, მე. იცი რამდენი წელი ველოდი შენს კიდევ ერთხელ ჩახუტებას?


-- შენ საერთოდ გაქრი ლუკა ჩემი ცხოვრებიდან, არც სასწავლებელში იცოდა ვინმემ რამე, ძველ მისამართზეც აღარ იყავი, მე კი ბედთან შეგუება დავიწყე.


* * არ გსაყვედურობ სულელო, მე ხომ შენ დღემდე მიყვარხარ. (და შუბლზე აკოცა)


-- ოჯახი სად გყავს?


* * ოჯახი არ მყავს ვილმა, საერთოდ აღარავინ მყავს, მხოლოდ შენზე ფიქრები და მონატრება მყავდა გვერდით, ოცნებაც დღეს ავისრულე, ჩემი გამოფენა მოვაწყე, მართალია ძალიან დამიგვიანდა, სახსრებს ვერ მოვუყარე აქამდე თავი და შენც გნახე კიდევ ერთხელ ჩემო ბრილიანტო.


-- ლუკა სულ მენატრებოდი, სულ მაგონდებოდი.


* * ვხვდებოდი სულელო, მე სულ გადევნებდი თვალს დიტოსთან და ბავშვებთან ერთად რომ იყავი. თითქოს კმაყოფილი, მაგრამ რაღაცნაირი სხვაგვარი ღიმილი გქონდა, ვხვდებოდი რომ ჩემი ვილმა უჩემოდ მოწყენილი იყო.


-- რა მექნა ლუკა, დიტომ ძალა გამოიყენა, რომ არ მიმეტოვებინა.


* * მე მაინც მიგიღებდი შენ რომ უარი გეთქვა, უბრალოდ აღარ ჩავერიე. დიტო ყოველთვის არაკაცი იყო ვილმა, სახლში არ ვიცი, მაგრამ გარეთ ასე იყო, თავისი მატერიალური პირობებით ბევრს ჩაგრავდა, არ დაგიმალავ და გამიხარად როცა მოკვდა, მინდოდა შენთან მერე მაინც ვყოფილიყავი, მაგრამ რომ გავაცნობიერე შვილები გყავდა, რომელბიც ახალი დაქორწინებულები იყვნენ, თავი შევიკავე, ვერ შეგიბღალავდი სახელს, ქვრივ ქალზე უმალ ალაპარაკდებოდა ხალხი ხომ იცი.


-- რისთვის დავისაჯე ასე მწარედ, რისთვის. 16 წელია დიტოს გარეშე ვცხოვრობ, მხოლოდ შვილიშვილები მახარებენ და მაძლებინებენ. ლუკა, ეს ჩემი ნახატი აქ რომ გამოფინე, შენ საიდან გაქვს?


* * გახსოვს შენთან სახლში რომ ვიყავი და საძინებელში დავლიეთ ყავა?


-- რა დამავიწყებს, ჩემი პირველი კოცნა...


* * ხოდა სწორედ მაშინ მოვიპარე, ჩემს გეგმებზე რომ გაგიმხილე ადრე, მინდა აღიარებული მხატვარი ვიყოთქო და მითხარი ერთი ჩემი ნახატიც გამოფინეო...


-- გეხუმრე სულელო.


* * შენ მეხუმრე, მე კი გაგახარე (და ხველა აუტყდა)


-- კარგად ხარ ლუკა? (შეცბა ვილმა და ხელმკლავით სკამამდე მიიყვანა)


* * ავად ვარ ვილმა, აქამდეც შენი ნახვის სურვილმა გამაძლებინა ალბათ.


-- გეყო, ცუდ რაღაცეებზე ნუ იფიქრებ, ეხლა ხომ ვიპოვეთ ერთმანეთი და ხელს ვეღარავინ შეგვიშლის, ისევ ვიმეგობრებთ. (და თავი მიადო ლუკას მკერდზე)



ამასობაში პატარა ვილმა დაეძებდა ბებიას და როგორც იქნა მიაგნო.


---- ბები, გეძებდი. უი, უკაცრავად, გამარჯობათ. (დაიბნა გოგო)


-- წავიდეთ შვილო სახლში.


---- ჯერ არა, მხატვარი მინდა გავიცნო.


ვილმამ ჩაახველა


* * უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით მხატვარი ხვალ თუ იქნება აქ, რომ ვესტუმროდ და გავიცნოდ მე და ჩემმა შვილიშვილმა?


ლუკა არ დაიბნა და უპასუხა მოხუცი ვილმას კითხვას.


-- თავისთავად, დღევანდელი დღით გადაღლილი მალე წავიდა შენობიდან, ხვალ ამ დროს აქ იქნება და ეწვიეთ.


გახარებულმა ვილმამ შვილიშვილთან ერთად დატოვა შენობა, ისეთი ბედნიერი იყო ბუმბულივით ამჩატდა და ისევ დაიწყეს პეპლებმა მუცელში ფრენა.



1
72
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
72
  
2015, 17 მარტი, 4:07
Vaime :( metira :`(
0 1 1