სხვა კანადელი ტურისტი ქალი ნავზე ვეშაპის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 2015, 14 მარტი, 14:13 ![]() ტრაგედია სანაპიროდან ერთი მილის მოშორებით მოხდა, როდესაც 24 კაციანი ტურისტული ნავი ზღვის ბინადრების დასათვალიერებლად გაემგზავრა. ერთ-ერთმა ვეშაპმა, რომელიც თითქმის 50 მეტრი სიგრძისაა და იწონის თითქმის 80000 ფუნტს, დიდი სიწრაფით გაარღვია წყლის ზედაპირი და დაეჯახა გასაბერ ნავს, რომელიც ტურისტულ კომპანია "Cabo Adventures"-ს მიეკუთვნება. ![]() "კაპიტანმა უნდა გაეკეთებინა მკვეთრი მოძრაობა კიჩოს მხარეს, რომ აეცდინა შეჯახება ვეშაპთან "-განაცხადეს კომპანიაში. შეჯახების შედეგად ნავიდან სამი ადამიანი გადმოისროლა.აქედან ორმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო, მათი გადარჩენა მოხერხდა. მესამე, კანადელი ქალბატონი ჯენიფერ კანერის გადარჩენა ვერ შესძლეს. ![]() ნაცრისფერი ვეშაპები(იგივე კალიფორნიული) დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ბინადრობენ მექსიკის სანაპიროს თბილ წყლებში და მრავლდებიან. Cabo Adventures-ს 89 $ -ად სთავაზობს ტურისტებს გასეირნებას და"აძლევს უნიკალურ შანსს დაათვალიერონ და თან ფოტოები გადაუღონ ამ გასაოცარ ძუძუმწოვარებს." ![]() 516 6-ს მოსწონს
|