x
დავით ქირია

image














მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ცხოვრება მიზნის არსებობამ, ანუ ცოტა რამ დავითის შესახებ...
დავით ქირია ჩემი ძმაკაცია.ჩვენ ერთ სამეზობლოში და ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ, ერთად ვვარჯიშობდით კიდევაც ბაჩუკი ფარცვანიას მიერ დაფუძნებულ კარატეს სკოლაში.მინდა ავღნიშნო, რომ დავითმა ვარჯიში ერთი წლით გვიან დაიწყო ვიდრე ჩვენ, აქამდე ფეხბურთს თამაშობდა ზუგდიდში.იგი მალევე გამოირჩა კარატეში, საოცრად სწრაფად აითვისა ყველაფერი და მალევე გახდა ჩვენი სკოლის საკვანძო ფიგურა.
აღსანიშნავია იმ პერიოდის უსახსრობა და პირობების არარსებობა, როცა დავითმა დაიწყო ვარჯიში.იყო შემთხვევები, როდესაც ვარჯიშიდან მოსულ, დაქანცულ სპორტსმენს სახლში პურის გარდა არაფერი ხვდებოდა, ლობიოზე გაზრდილ სპორტსმენებსაც კი გვეძახოდნენ ხუმრობით.სპორტსმენისათვის სათანადო კვება კი ყველამ ვიცით რამდენს ნიშნავს, ასე რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ "ლობიოთი" დაიწყო.
დავითი მცირე ასაკიდანვე მოზრდილი აზროვნებით გამოირჩეოდა თავის თანატოლებთან შედარებით, მან ვარჯიშის დაწყების დღიდანვე დაისახა მიზანი, გამხდარიყო საუკეთესო და ამას ყოველ ვარჯიშზე ამტკიცებდა, დღითი-დღე უმატებდა.ხშირად დავდიოდით შეჯიბრებებზე, სადაც დავითის ბრძოლას ყველა განსაკუთრებულად ელოდა, რადგან განსაკუთრებულად სანახაობრივად იბრძოდა.ძალიან მალე გაიცნო მთელმა საქართველომ სპორტის სამყაროში, მაგრამ იმ პერიოდში სპორტს და კერძოდ კარატეს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, ამიტომ, ბაჩუკი ფარცვანიას გადაწყვეტილებით, კარატეს ვარჯიშთან პარალელურ რეჯიმში გადავედით კიკ-ბოქსინგის ათვისებაზე, რადგან ეს ბევრად პერსპექტიული იყო.დავითი საუკეთესო აღმოჩნდა, მისმა დაუღალავმა, შეუწყვეტელმა შრომამ შედეგი გამოიღო და იგი აყვანილ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლუბ "golden glory"-ში.აქედან დაიწყო დავითის ჰოლანდიური კარიერა და ეს იყო დიდი გარღვევა ზუგდიდელი, უბრალო ბიჭისათვის, მან გაიკაფა გზა საერთაშორისო ასპარესზე, რაც ურთულეს პროცესს წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნულ პირობებში.ეს იყო პირველი გამარჯვება, აქ დავითს მოუწია სხვა ეტაპზე გადასვლამ, სადაც ორმაგად დიდი შრომა იყო საჭირო, ვიდრე ადრე.აქ გამოჩნდა მისი მიზანდასახულობა და შეუპოვრობა, მან შეძლო ის, რისი გაკეთებაც თითოეული სპორტსმენისათვის ოცნებას წარმოადგენს, ხშირად ფანტასტიკასაც, მაგრამ დავითმა აიხდინა თავისი ოცნება, რადგან გააჩნდა მკაფიო, გამოკვეთილი მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლა და პირადად ჩემთვის, ის არის მაგალითი მიზნის მიღწევისა, ოცნების ახდენისა.
ამ პოსტით ჩემს მიზანს წარმოადგენს დავითის გაცნობა სხვა კუთხით თქვენთვის.საქართველოში მას სათანადოდ არ იცნობენ და სათანადო დროსაც არ უთმობენ, ეს გულდასაწყვეტია.
დავითი არის ის სპორტსმენი, რომელიც ყოველ გამარჯვებას ქართული დროშით ხელში აღნიშნავს და რომელმაც მინიმუმ ერთი რეპორტაჟი დაიმსახურა ქართულ ტელე სივრცეში.

image

0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0