სხვა ამერიკელ პოლიციელებს დედა საიქიოდან შვილის გადარჩენას სთხოვდა? 2015, 10 მარტი, 17:03 ამერიკის შტატ იუტაში ყველა შოკირებულია ახალი ამბით. ავარიის შემდეგ მცირეწლოვანმა ბავშვმა 14 საათი წყალში დაჰყო და გადარჩა.წლინახევრის ლილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაყირა მდგომარეობაში მიბმული იყო სავარძელზე.როდესაც ის მანქანიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში იყო. თუმცა სულ ცოტა ხანში გამოაშკარავდა ყოვლად ამოუხსნელი მისტიური მოვლენა, რომელსაც მაშველები და პოლიცილები ერთხმად ადასტურებენ. იმ მომენტში როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო, გოგონას დედა, საჭესთან მჯდომი 25 წლის ლენ გროესბეკი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალი მკვდარი იყო, მაგრამ ოთხი პოლიციელი ამტკიცებს, რომ როდესაც წყალში შევიდნენ ესმოდათ ზრდასრული ადამიანის ხმა. "ოთხივეს მკვეთრად გვესმოდა ზრდასრული ადამიანის ხმა, -განუცხადა CNN-ის კორესპონდეტს პოლიციის ოფიცერმა ჯარეტ უორნერმა.-თუმცა ეს არ იყო ბავშვის ყვირილის ხმა". ამ ხმამ, როგორც პოლიცელები ამტკიცებენ აიძულა ისინი მთელი ენერგია და ძალები დაეხარჯათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამოეყვანათ პატარა ლილი ავტომობილიდან. უორნერის კოლეგამ, ბრაიან დევიტმა აღნიშნა, რომ გრძნობდა "ადრენალინის მოძალებას", მესმოდა, რომ თითქოს ვიღაცა საშველად მიხმობდა, ეს ძალზე უცნაური იყო. იგივე აღნიშნა კიდევ ერთმა ოფიცერმა, რომელიც ავტოკატასტროფის ადგილზე მუშაობდა.ტაილერ ბედოუსი:"ვიღაცა მანქანის შიგნიდან იძახდა "მიშველეთ". ჟურნალისტებმა უკვე ივარაუდეს, რომ ეს შესაძლებელია გარდაცვლილი დედა მოუწოდებდა საიქიოდან მაშველებს შვილის გადარჩენისთვის. ამ ისტორიაში ყველაფერი გასაოცარია:მდინარის სიღრმე 10 ფუტია(სამი მეტრი), თუმცა ავტომობილი მეჩხერ ადგილას ჩავარდა და მთლიანდ არ ჩაიძირა. რატომ დაკარგა ავტომობილმა მართვა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გარდაცვლილი ქალი არც ნასვამი და არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ავტოავარიის ადგილზე არაა დამუხრუჭების კვალიც. ავარია 6 მარტს მოხდა საღამოს, ხოლო სამაშველო ოპერაცია მხოლოდ მეორე დღეს დილით დაიწყო მას შემდეგ, როცა ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს მანქანა. გოგონას ნათესავები გაოცებულები არიან ბავშვის სწრაფი გამოჯანმრთელებით:"9 მარტს ლილი უკვე ტელევიზორში მულტფილმებს უყურებდა და ბაბუასთან ერთად მღეროდა, იგი უკვე ნათესავებს ხალისიანად უღიმის." 173 6-ს მოსწონს
|