x
image
beko777
ღვინისა და ნივრის ჯადოსნური ელექსირი

imageადამიანთა ამა თუ იმ დაავადებას, მრავალი გამომწვევი მიზეზი უდევს საფუძვლად. ასევე მრავალია მათგან განკურნების გზებიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არსებულ სენთან ბრძოლა დავიწყოთ არა კონკრეტული დაავადებული ორგანოს, არამედ მთლიანი ორგანიზმის გაწმენდით.
ორგანიზმის გაწმენდისა და პროფილაქტიკისათვის, მრავალი თანამედროვე, თუ ხალხური მეთოდი არსებობს. ამ მეთოდებში, უმჯობესია ჩავრთოთ რაც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი პროდუქტები.


ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა ვიტამინითაა გაჯერებული. მათგან ზოგიერთი, განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებების მატარებელია. ასეთივე მარგებელია ნიორი. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას გთავაზობთ სწორედაც, რომ ნივრის მეშვეობით, რომელიც სუფთა წითელ ღვინოსთან შერევით, მართლაც ჯადოსნურ ელექსირს ქმნის. გთავაზობთ, აღნიშნული ელექსირის მომზადების წესს:

გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაყარეთ 12 კბილი ნიორი, თითოეული 4 ნაწილად გაჭრილი. დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით ფანჯარასთან, იქ, სადაც მზე ყველაზე დიდხანს უდგება. გააჩერეთ 2 კვირით. ყოველდღიურად 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ. ორი კვირის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ გაუმჭვირვალე ჭურჭელში.

ლიქიორი, ჩაის კოვზით დღეში სამჯერ 3 თვის განმავლობაში მიიღეთ. ეს ნაყენი საოცრებებს ახდენს – ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ასუფთავებს სისხლს, ამაღლებს იმუნიტეტს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, აშორებს ზედმეტ ცხიმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აგრეთვე, შეუცვლელია ქალური დაავადებებისა და ანთებების დროს.

2
3868
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
3868
  
2017, 28 თებერვალი, 0:09
ეჰ ან ნორმალრი ნიორი სად არის ან ნორმლური რვინო
2015, 29 სექტემბერი, 14:49
ავტორთან მაქვს შეკითხვა თვითონ თუ გამოცადა
0 1 2