პროფილაქტიკა სიმსივნის საწინააღმდეგო სისტემები 2014, 3 ნოემბერი, 0:07 ![]() მიკროფლორის როლი მსხვილ ნაწლავში: მსხვილ ნაწლავში სახლობს 400-500 სახის ბაქტერია. 1გ. განავალი შეიცავს 30-40 მილიარდ მიკრობს, ხოლო ერთ დღე-ღამეში მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება 17 ტრილიონი მიკროორგანიზმი. რისთვისაა საჭირო ამ რაოდენობის ბაქტერიები მსხვილ ნაწლავში და რა როლს ასრულებენ ისინი? 1) ბაქტერიები გამოიმუშავებენ ვიტამინებს: ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზმი ვიტამინებს მხოლოდ საკვებიდან ღებულობს. სინამდვილეში, მსხვილ ნაწლავში მობინადრე მხოლოდ ერთი სახის ბაქტერის – ნაწლავის ჩხირი კოლი – წარმოქმნის 9 სახის ვიტამინს: B და K ჯგუფის ვიტამინებს, სწორედ ამიტომ აღნიშნავს ნ. კოვალოვი: „გაცილებით სასარგებლოა, როდესაც ორგანიზმი თვითონ წარმოქმნის ვიტამინებს, ვიდრე მათ მიიღებს გარედან მზა სახით”. ზოგიერთი მკვლევარი კი უფრო შორს მიდის: ორგანიზმმა რომც არ მიიღოს ვიტამინები საკვების გზით, მისი მიკრობების ვიტამინის წარმომქმნელი უნარი სრულიად საკმარისია ორგანიზმის მოთხოვნილებების სრულად დასაკმაყოფილებლად. გამოდის, რომ აზრი აქვს არა სააფთიაქო ვიტამინის აბებით მომარაგებას, არამედ იმას, რომ არ მოვაკლოთ ორგანიზმს ნედლი სახამებლის და საკვები ბოჭკოების შემცველი საკვები, რომლებიც ქმნიან ხელსაყრელ გარემოს სასარგებლო ბაქტერიების გასამრავლებლად. ![]() ![]() ჯერ კიდევ 1932 წელს აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიას – ნაწლავის ჩხირს აქვს უნარი, გამოიმუშაოს ნივთიერება, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. ამას ორგანიზმის კოლიბაქტერიული სიმსივნის საწინააღმდეგო დაცვა ეწოდება. გამომუშავებული ნივთიერება ცირკულირებს სისხლში და სპობს სიმსივნურ უჯრედებს, რომელიც მუდმივად წარმოიქმნება ყველა ადამიანის სხეულში. ეს – რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანებს. ავადმყოფებში კი, მით უფრო სიმსივნურში, იგივე ნაწლავის ჩხირი გადაგვარდება სხვა შტამად, რომელიც გამოყოფს არა სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებას, არამედ – სიმსივნის მასტიმულირებელ ნივთიერებას... უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევებით დადგინდა, რომ B ჯგუფის ვიტამინები, რომელთა სინთეზს ახდენენ მსხვილ ნაწლავში არსებული ნაწლავის ჩხირები, ხელს უშლიან ქსოვილების უკონტროლო ზრდას, ინარჩუნებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, ე.ი. ახორციელებენ კიბოს საწინააღმდეგო დაცვას. აღმოჩნდა, რომ მსხვილ ნაწლავში ლპობითი პროცესების (კერძოდ, ცილების ლპობის) შედეგად გამოიყოფა მეთანი, რომელიც სპობს B ჯგუფის ვიტამინებს. ![]() მსხვილ ნაწლავებში დისბაქტერიოზს იწვევს: ა) ცხოველური და მოხარშული საკვების ჭარბად გამოყენება – სასარგებლო მიკროორგანიზმები ვითარდება, როცა ვიყენებთ ახალ, ჟანგბადით მდიდარ მცენარეულ საკვებს. მოხარშულში კი ჟანგბადი ნაკლებია და ვითარდება ის ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადს არ საჭიროებენ. ცხოველური საკვები ქმნის მსხვილ ნაწლავში ტუტე გარემოს, სასარგებლო მიკროორგანიზმები კი ვითარდება სუსტ მჟავა გარემოში; ბ) ანტიბიოტიკების გამოყენება – ანტიბიოტიკები თრგუნავენ ნორმალურ მიკროფლორას და მკვეთრად ზრდიან სოკოების რიცხვს მსხვილ ნაწლავში; გ) მსხვილ ნაწლავში შლამების, ტოქსინების, განავლოვანი ქვების დაგროვება – ლპობადი განავლოვანი ქვები ქმნიან ტუტე გარემოს, რაც ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გამრავლებას; დ) ავიტამინოზი; ე) საფუარზე დამზადებული პროდუქტების გამოყენება; ვ) ძლიერი სტრესები. დისბაქტერიოზის აღმოფხვრა: 1-2 კვირის განმავლობაში უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე, მივიღოთ 1 კბილი ნიორი და 1 კბილი საღამოს – მხოლოდ ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ნივრის სუნი რომ არ დაგვრჩეს, შეგვიძლია ნიორი არ დავღეჭოთ, პირდაპირ გადავყლაპოთ. შედეგის მაჩვენებელი იქნება საჭმლის მიღების შემდეგ მუცლის შებერილობის გაქრობა. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა სანაღვლე სისტემის გაწმენდა აუცილებლად უნდა დავიწყოთ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ წმენდა ყოველგვარ აზრს კარგავს. გავწმენდთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, მაგრამ ცოტა ხანში გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავიდან წამოსული ჭუჭყი სწრაფად დაანაგვიანებს ისევ მათ და მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ![]() ![]() სისუსტე, უძლურების შეგრძნება, გაუბედავობა, დეპრესია, შიში, ხშირი თაბრუხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ფეხების და კუნთების სისუსტე, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევა, საჭმლის გადამუშავების უნარის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება, კანის სიფერმკრთალე. ყველა ეს მოვლენები გამომდინარეობს ღვიძლის ფუნქციების დარღვევისაგან, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. ღვიძლის ფუნქციები ორგანიზმში: ღვიძლი ერთდროულად წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის ორგანოს. შესაბამისად, მისი ფუნქციის დარღვევისას ირღვევა საჭმლის მონელება, სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა. ღვიძლში ხდება ორგანიზმში გარედან მოხვედრილი ან შიგნით გამომუშავებული შხამების თითქმის 95 პროცენტის უვნებელყოფა. ყოველ წუთს ღვიძლს გაივლის 1, 5 ლიტრი სისხლი, რომელშიც გახსნილ შხამებს ის ფილტრაციას უკეთებს. თუ გავითვალისწინებთ, როგორ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ, რა საეჭვო წარმოშობის იაფფასიან საკვებს, სასმელს მივირთმევთ, როგორ ვჟღენთთ მთელ ორგანიზმს უამრავი ტოქსინის შემცველი ნიკოტინით, როგორ ვტვირთავთ მთელ სხეულს ათასგვარი ქიმიური მედიკამენტებით და ყველაფერი ეს, თითქმის იმავე წუთს, ღვიძლში უნდა მოხვდეს სისხლის საშუალებით და იქ გაიფილტროს, განეიტრალდეს, დარჩეს – განა უნდა გაგვიკვირდეს იმ სურათის ხილვა, რაზედაც დასაწყისში მოგახსენეთ? ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ფსიქიკაც. შემთხვევით როდი არსებობს გამოთქმა: „ნაღვლიანი ადამიანი” – სწორედ ემოციებთანაა დაკავშირებული პირველ რიგში ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება. ![]() ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში დასაწყისში ხდება ნაღვლის შესქელება, შემდგომ კი ცვილისმაგვარი კენჭების წარმოქმნა. ბევრს ნაღვლის ბუშტის კენჭები მიაჩნია ისეთივედ, როგორც ჩვეულებრივი ქვის კენჭი – ძალზე მყარ, მტკიცე ნივთიერებად და ამიტომაც მათთვის წარმოუდგენელია, ოპერაციული გზით ამოღების გარეშე როგორ უნდა დაიშალოს ისინი სხვა მეთოდებით, ან გაწმენდის გზით გამოტანილ იქნას გარეთ. საბედნიეროდ, ყოველი 100 კენჭოვანი ავადმყოფიდან მხოლოდ 4-ს აქვს დაგროვილი ნაღვლის ბუშტში ძალზე მაგარი, თეთრი, სუფთა კალციუმისაგან შემდგარი კენჭები. კენჭების დანარჩენი სახეობა (ქოლესტერინის, პიგმენტური და სხვ.) უმრავლეს შემთხვევაში რბილია, პარაფინის მსგავსი, მსუბუქი, ცურავს წყალში. ბევრს გაწმენდის პროცედურის შიში აქვს, რადგანაც სანაღვლე გზების დიამეტრი სულ 3-4 მილიმეტრია, კენჭების ზომა კი ზოგიერთ შემთხვევაში 2 სანტიმეტრს და მეტსაც კი აღწევს – ვაითუ, სადმე გაიჩხიროსო გაწმენდის დროს. ეს შიშიც სრულიად უსაფუძვლოა. ნაღვლის სადინარებს გააჩნიათ ისეთი კედელი, რომელსაც შეუძლია გაფართოება 3-4 მმ-დან 2 სმ-მდე. ამასთანავე, შეკუმშვისას შესწავს უნარი, განავითაროს ისეთი ძალა, რომ ნაღველი გადმოისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში 300 წყლის სვეტის წნევით, ექსტრემალურ პირობებში კი – თავის კენჭებიანად – 800 წყლის სვეტის წნევით! ![]() ამრიგად, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს ჩვენ ვწმენდთ ძველი, მაზუთის მსგავსი ნაღველისაგან, მასში გამრავლებული მავნე მიკროორგანიზმებისაგან, შხამებისაგან და სხვადასხვაგვარი ქვებისაგან. 2388 2-ს მოსწონს
|