მაკიაჟი და ვარცხნილობა ვარსკვლავები მაკიაჟის გარეშე, ბუნებრივი სილამაზით 2015, 10 მარტი, 14:53 კიმ კარდაშიანი არის სომხური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და მოდელი.სკარლეტ იოჰანსონი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. მილა კუნისი ამერიკელი მსახიობი გახლავთ. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება“, „მაქს პეინი“, „ილაის წიგნი“ და ა.შ. კამერონ დიასი არის ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“. ანჯელინა ჯოლი არის ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად. პამელა ანდერსონი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი, აქტივისტი და ყოფილი მოცეკვავე. ევა მენდესი არის ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1998 წლიდან. მან ითამაშა ჰოლივუდის ფილმებში. ტეილორ სვიფტი ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი გახლავთ. ნატალი პორტმანი ამერიკელ ებრაელი მსახიობია. მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ „ლეონში“. ენ ჰეთეუეი - ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა დისნეის საოჯახო კომედიაში „პრინცესას დღიურები''. ირინა შეიკი არის სუპერმოდელი. დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში. იგი ცოტა ხნის წინ დაშორდა თავის ბოიფრენდს, ფეხბურთელ - კრიშტიანუ რონალდუს. ჰალი ბერი ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალია. მიღებული აქვს „ემი'' და „ოქროს გლობუსი''. ჯენიფერ ლოპესი არის ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი. გამოცემული აქვს 7 სტუდიური ალბომი. ბიონსე ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელია. ჯესიკა ალბა არის ამერიკელი მსახიობი და მოდელი. სამსახიობო კარიერა დაიწყო ცამეტი წლის ასაკში. ბრიტნი სპირსი გახლავთ ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და აღმასრულებელი დირექტორი. და ბოლოს სრულიად ბუნებრივი და ნატურალური ლედი გაგა. ამერიკელი შემსრულებელი, რომელიც ასეთი არასდროს გინახავთ. 1023 14-ს მოსწონს
|