x
image
natia.a
"ორი მგელი" - იგავი სიკეთესა და ბოროტებაზე

image
ერთხელ, მოხუცმა ბაბუამ შვილიშვილს უთხრა:

— ყოველ ადამიანში არის ბრძოლა და იგი ძალიან ჰგავს ბრძოლას ორ
მგელს შორის. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს: შურს, ეჭვს, ეგოიზმს,
ამპარტავნებას, ტყუილს. მეორე - სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს,
ჭეშმარიტებას, ერთგულებას.

შვილიშვილი ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:

— ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს, ბაბუა?

ბაბუამ გაიღიმა და უპასუხა:

— ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც მეტს აჭმევ.


.



1
2489
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2489
  
0 1 1