სხვა "ისლამური სახელმწიფოს" ბარბაროსობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება 2015, 7 მარტი, 13:43 "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადური დაჯგუფების მებრძოლები ბულდოზერებით ანადგურებენ უძველეს ასირიულ ქალაქ ნიმრუდის ნარჩენებს, იუწყება ერაყის ხელისუფლება.
იუნესკოს ერაყული განყოფილების უფროსმა ალექს პლატმა ამ ბარბაროსულ აქტის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის"კიდევ ერთი მორიგი თავდასხმა ერაყის მემკვიდრეობაზე ". "'ისინი ჩვენს ისტორიას ანადგურებენ"-აღნიშნა ერაყელმა არქეოლოგმა და დოქტორმა ლამია გაილანიმ BBC-სთან საუბრისას. "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგები უძვლეს ციხე-სიმაგრეებს და მონასტრებს "ცრუ კერპებს" უწოდებენ და მათი აზრით უნდა განადგურდეს. ნიმრუდი, -ქალაქი, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში დაარსდა და მდებარეობს მოსულის სიახლოვეს 30 კილომეტრში. მრავალი არტეფაქტი ბაღდადის მუზეუმში გადაიტანეს, ნაწილი საზღვარგარეთაა, ხოლო მსხვილი ექსპონატები ნიმრუდში დარჩა. შეგახსენებთ რომ გასულ კვირას ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქალაქ მოსულის მუზეუმში მდებარე ექსპონატებს უმოწყალოდ ანადგურებენ.გასულ თვეში კი ერაყის ქალაქ მოსულში ცენტრალური ბიბლიოთეკა ააფეთქეს. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ შენობას ხანძარი გაუჩნდა და სამივე სართული დაიწვა. ბიბლიოთეკის ეზოში ექსტრემისტებმა წიგნები და უძველესი ხელნაწერები შეაგროვეს და დაწვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 000 წიგნი, მათ შორისაა ფილოსოფიის, არაბული ისტორიისა და კულტურის უნიკალური ეგზემპლარები. 167 6-ს მოსწონს
|