საქართველო გუდიაშვილის მოედანს დემონტაჟისთვის ამზადებენ 2012, 19 მაისი, 18:56 ექსკლუზიურად ინტერმედიისთვის, 1 საათის წინ დაწყებული ამბავი.
გუდიაშვილის ბაღთან შენობაში მუშები არიან შესულები და როგორც მითხრეს დემონტაჟისთვის ამზადებენ. ხალხმრავლობა ჯერ არ შეიმჩნება, სამაგიეროდ ყვირილი და ლანძღვა უკვე დაიწყო. არც აქციაა გუდიაშვილის სკვერში, ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის სხედან და ჭადრაკს თამაშობენ. მემგონი ფუჭი აღმოჩნდა მთელი ზამთრის აქცები სლოგანით "გაამაგრე გუდიაშვილი"
რა მოხდება არ ვიცი, თუ მოვლენები განვითარდება პირველი თქვენ გაიგებთ, რადგან ფანჯრიდან გადავუყრებ გუდიაშვილის მოედანს.
ახლა კი მოკლე ინფორმაცია. შენობას რომელსაც ანგრევებ თავისი დიდი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ აცხადებენ რომ რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება ისეთ მდგომარეობაშია. სამაგიეროდ უნდათ გუდიაშვილის სკვერის ტერიტორიას სრულაიდ ახალი იერსახე მისცენ. ერთ ერთი აქციის დროს მკითხეს აზრი ამ პროექტთან დაკავსირებით და აქაც იგივეს დავწერ.
" ჯერ გასარკვევია მართლა არ ექვემდებარება აღდგენას თუ როგორც აწყობთ ისე ჩაწერეს, იმ შემთხვევაში თუ ეს ინფომაცია სწორია და შენობა სრულიად უსარგებლო მაშინ ავარიულ მდგომრეობაში ყოფნას და ყოველ გავლა გამოვლაზე შიშსს, რომ ან ახლა ჩამოვარდაბა აგური, ან ახლა ჯობია დაანგრიონ, მაგრამ დანგრევაცაა და დანგრევაც... პროექტი რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ცოტა არ იყოს ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩისთვის მიუღებელია. იერსახეს და თავის დანიშნულებას დაკარგავს, ხომ უნდა დარჩეს დედაქალაქში ადგილი სადაც ძველი თბილისი იარსებებს." 99 5-ს მოსწონს
|