ერთი კვირაა რაც დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ დაწესებულებაში სადაც ბევრი ტურისტი იყრის თავს. რა თქმა უნდა იმაზე ორი აზრი არ არსებობს რომ ინგლისურად უნდა ელაპარაკო ტურისტს და არანაირი დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა, მაგრამ ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება, დღის ბოლოს როდესაც ე.წ. " რეპორტს" ვაკეთებ და ვწერ მთელი დღის განმავლობაში რა მოხდა ინგლისურად რატომ უნდა იყოს და ჩემი თანამშრომლები რატომ უნდ ალაპარაკობდნენ თუნდაც ერთმანეთში ინგლისურად. ისიც გასათვალისწინებელია რომ "რეპორტს" უფროსი კითხულობს რომელიც ასევე ჩვეულებრივი თბილისელია ადამიანია და ქართულად მოლაპარაკე და არც დაწესებულებაა უცხოელის. იქნებ მე ვცდები, როდესაც ვფიქრობ რომ თუ საქართველოში ვარ ჩემს თანამშრომლებს და უფროსობას რატომ არ უნდა ველაპარაკო ქართულად... ნუთუ რთულია დაწერო ქართულად "დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ყველაფერი წესრიგშია." თქვენი აზრი მაინტერესებს რატომ ხდება ასე?! თუ ის არ მოსწონდათ ქართველებს რომ რუსული ენა ანაცველბდა ქართულს და ილიამ თავი დააკლა ამ საქმეს მაშინ რატომ ვუწყობთ ხელს რომ ახლა ინგლისურმა ჩაანაცვლოს ქართული ენა?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ქართულად ოჯახებში ვილაპარაკებთ და ისიც ჩუმად არავინ გაგვიგოს ფაქტორით. არაა...
დიდი პატრიოტი არ გახლავართ, მაგრამ ელემენტარული პროტესტის გრძნობაა, შენს ქვეყანაში რატომ არ უდნა ილაპარაკო სახელმწიფო ენაზე???