![„ეს ქვედაბოლო მწვანეა ყვითელი და
თეთრი ბუმბულებით“ - ავთანდილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201503/2015030215081346204.jpg)
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში შავი სამოსის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ტანსაცმელი ფერადია.
„ეს ქვედაბოლო მწვანეა ყვითელი და თეთრი ბუმბულებით... ნუ ტყავის ქურთუკი რა თქმა უნდა, ოქროსფერია და ვარდისფერი ნაქსოვი ხელი აქვს“, - წერს ცქვიტინიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ეს დიზაინერის ერთგვარი პასუხია იმ საყოველთაო აჟიოტაჟზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩენილი კაბის ფოტომ გამოიწვია. როგორც გახსოვთ, კაბის ფერზე მთელს ინტერნეტ-სივრცეში აქტიურად მსჯელობდნენ. თუმცა ბევრის აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა ან სარეკლამო სახის კამპანია იყო.