x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა არის მარხვა? - ნაწყვეტი ნობელიანტი მწერლის, ლე კლეზიოს მოთხრობიდან
- რატომაა ზოგჯერ ჭამა რომ არ გინდათ? - ჰკითხა ალიამ.
- იმიტომ, რომ მარხვა უნდა შევინახო, - უპასუხა მარტენმა.

გოგონა დაფიქრდა.

- რას ნიშნავს მარხვა? - და იმ წუთშივე დაამატა, - რაღაც მოგზაურობის მსგავსია, არა?

მარტენმა გაიცინა.

- საიდან მოიტანე! არა, მარხვა ისაა, როცა ჭამის სურვილი არ გაქვს.

„როგორ შეიძლება ჭამის სურვილი არ გქონდეს?“ გაიფიქრა ალიამ. ასეთი უცნაური რამ ჯერ არავის უთქვამს. გოგონას უნებურად მეზობელი ბავშვები გაახსენდა, მთელ დღეს საჭმლის ძებნაში რომ ატარებდნენ, სულ ერთი იყო, შიოდათ თუ არ შიოდათ. გაახსენდა აეროპორტის მახლობლად, მაღაზიებში რომ ქურდობდნენ და ბაღებში ხილსა და კვერცხს იპარავდნენ.

image

თითქოს ალიას ფიქრები წაიკითხაო, მარტენმა ჰკითხა:

- ოდესმე ძალიან თუ მოგწყურებია?
- დიახ, - მიუგო გოგონამ.
- როცა ძალიან გწყურია, მაშინ ჭამის სურვილი თუ გაქვს?


გოგონამ თავი გააქნია.


- არა, ხომ? ასეთ დროს შენ მხოლოდ წყალი გინდა, ძალიან გინდა. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მთელ ავზს გამოცლი და ამ დროს დიდი ლანგრით საჭმელი რომ მოგიტანონ, უარს იტყვი, რადგან წყალი გინდა, მხოლოდ წყალი.


მარტენი ერთი წუთით გაჩერდა და გაიღიმა.

- ასევეა მაშინ, როცა ძალიან გშია, სულ არ მოგეწონება დოქით წყალი რომ მოგართვან. იტყვი, არა, ახლა არა, ჯერ ჭამა მინდა, მინდა იმდენი ვჭამო, რამდენსაც შევძლებ და მერე, თუ ადგილი დამრჩება, წყალსაც დავლევ.


- კი მაგრამ თქვენ არც ჭამთ და არც სვამთ! - წამოიძახა ალიამ.
- სწორედ ამის თქმა მინდა, პატარავ, - უპასუხა მარტენმა,
- მარხვის დროს არც სასმელი უნდათ, არც საჭმელი, სულ სხვა რამის სურვილი აქვთ,
უფრო მნიშვნელოვანის, ვიდრე საჭმელი ან სასმელია.“
- და რისი სურვილი აქვთ ასეთის? - შეეკითხა ალია.
- ღმერთის, - მიუგო მარტენმა.






"აზარანი"

ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

image
P.S.
ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო (დაბ. 1940 წ.), ფრანგი მწერალი, 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

0
1330
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0