x
image
გვანცა1234
ფილმები, რომლებიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

ალბათ ვერ დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ სირბილისა და ვარჯიშის გარეშე, უბრალოდ სავარძელში მოკალათებულს შეგიძლიათ კალორიების დაწვა. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ამა თუ იმ ფილმის ყურება ადამიანს წონის დაკლებაში ეხმარება. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა The Daily Telegraph-ი იუწყება.
კალორიების დაწვას ყველაზე მეტად, საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურება უწყობს ხელს. imageვესტმინსტერის უნივერსიტეტის თანამშრომელი რიჩარდ მაკკენზი აცხადებს: "სტრესის, ანუ შიშის გამო გულისცემა სწრაფდება, სისხლი უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას და ხდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონის, ადრენალინის გამომუშავება. აქედან გამომდინარე ჩქარდება მეტაბოლიზმი და საბოლოო ჯამში, კალორიები იწვება.'' imageმეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებში 10-მა მოხალისემ 10 საშინელებათა ჟანრის ფილმს უყურა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებმა საშუალოდ სამჯერ მეტი კალორიის დაწვა მოახერხეს მაშინ, როცა უყურებდნენ საშინელებათა ფილმებს, ვიდრე უბრალოდ ისხდნენ ცარიელი ეკრანის წინ. ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ კალორიების დასაწვავად საუკეთესო ფილმი არის "ნათება". სეანსის დასასრულებისას მაყურებლებმა დაახლოებით 184 კალორიის დაწვა მოახერხეს.
ფილმების რეიტინგი კი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ ასეთია:
1. "ნათება" - (184 კალორია)
"ნათება" სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციაა სტენლი კუბრიკის რეჟისორობით. ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს.imageასევე:
2. "ყბა" (161 კალორია) 3. "ეშმაკის განდევნა" (158 კალორია) 4. "უცხოები" (152 კალორია) 5. "ხერხი" (133 კალორია) 6. "საშინელება თელების ქუჩაზე" (118 კალორია) 7. "პარანორმალური მოვლენა" (111 კალორია) 8. "ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით" (107 კალორია) 9. "ალქაჯი ბლერიდან: საკურსო იმ ქვეყნიდან" (105 კალორია) 10. "რეპორტაჟი" (101 კალორია)

6
193
13-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
193
  
2015, 1 მარტი, 21:55
კი ლოგიკურად ეგრეა..
2015, 1 მარტი, 21:50
ისე, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი კალორია კარგი კომედიების ყურებისას უნდა იწვებოდეს, სიცილის დროს ხო ენერგია იხარჯება.
2015, 1 მარტი, 19:30
არ ვეთანხმები, შეიძლება კალორიების შედარებით მეტი რაოდენობის დახარჯვა ხდება, მაგრამ წონის დაკლებას ეს არ გამოიწვევს. იმდენი საშინელებათა და მისტიკური ფილმები მაქვს ნანახი დღემდე ვუყურებ, მათ შორის აქედან ყველა, რომ წესით ახლა მხოლოდ ჩონჩხი უნდა დავდიოდე ან ისიც არა :D
2015, 1 მარტი, 19:17
რას გაუგებ ამ მეცნიერებს :D
2015, 1 მარტი, 18:52
თითქმის ყველა მაქვს ნანახი :) წონაში დაკლების კი რა მოგახსენო. :))
0 1 6