x
image
გვანცა1234
გამორჩეული თურქი მსახიობების ტოპ ათეული

image
საპნის ოპერა დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სატელევიზიო ჟანრია, რადგან ესა თუ ის ტელესერიალი უამრავ ქვეყანაშია ცნობილი. ამჟამად საქართველოში ყველაზე ყურებადად თურქული საპნის ოპერა ითვლება.
წარმოგიდგენთ გამორჩეული თურქი მსახიობების ტოპ ათეულს.მერიემ უზერლი
მერიემ საჰრა უზერლი თურქ-გერმანელი მსახიობი და მოდელია. ცნობილი გახდა თურქულ საპნის ოპერის სერიალ „დიდებულ საუკუნე“-ში შესრულებული ჰიურმ სულთნის როლით, რისთვისაც მან ჯილდო „ოქროს პეპელა“ მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი 2012 წელს. imageფაჰრიე ევჯენი
თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. ცნობილია სერიალებიდან: „სტამბულის ცა“ - ნეჯლა ტეკინის როლში, “ნარჩიტა - მგალობელი ფრინველია“ - ფერიდეს როლში და კიდევ სხვა ბევრი როლით. ლამაზმანი მსახიობი არა მხოლოდ თამაშობს ფილმებში, არამედ შესანიშნავად მღერის. იცის ინგლისური, ესპანური, თურქული და გერმანული ენები. imageბერგუზარ ქორელი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქი მსახიობი. ცნობილია როლით ტელესერიალში : „1001 ღამე“ და “ქარადაი''. ეპიზოდური როლით გამოჩნდა ყველაზე რეინტინგულ თურქულ სერიალში „დიდებულ საუკუნეში“. 2013 წელს მიიღო ჯილდო ოქროს პეპელა. ბერგიუზარ ქორელის მეუღლეა ცნობილი თურქი მსახიობი ჰალით ერგენჩი. ჰყავს ერთი შვილი. imageქენან იმირზალიოღლუ
უამრავი ჯილდოს მფლობელი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თურქეთის საამაყო მსახიობი და მოდელი ქენან იმირზალიოღლუც ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია თავის და არამარტო თავის ქვეყანაში. ცნობილია როლებით “ეზელი'' - ეზელის როლში და “ქარადაი'' - მაჰირის როლში. ყველაზე წარმატებული კი მისთვის ფილმი „დიდი ხნის ამბავი“ გახდა, ალის როლში. რადგან ფილმის გადაღების შემდეგ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა რიგებში შევიდა. ამ ფილმისთვის მისი ჰონორარი 4 მილიონ დოლარს გასცდა.imageჰალიტ ერგენჩი
ჰალიტ ერგენჩი ქართველმა მაყურებელმა თუქრული სერიალ "1001 ღამე"-დან გაიცნო, სადაც ის ონურის როლს თამაშობს, ასევე საგულისხმოა მისი როლი ყველაზე რეინტინგულ თურქულ სერიალ „დიდებულ საუკუნეში“. ჰალიტ ერგენჩი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია. ის ერთდროულად ასახიერებს როგორც დადებით, ასევე უარყოფით გმირებს.imageტუბა ბუიუკუსტუნი
ის ყველაზე ლამაზ თურქ მსახიობთა ათეულშია. გამორჩეული სილამაზით არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია პოპულარული. ქართველი მაყურებელი მას იცნობს სერიალებიდან: „ასი“ (ასის როლში), „ბოშა ქალი“ (ჰასრეთის როლში), „ოცი წუთი“ (მელეკის როლში) „შავი ფული და სიყვარული“ (ელიფის როლში). მიღებული აქვს ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: „ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი“; „ყველაზე იღბლიანი მსახიობი“; „წლის საუკეთესო მსახიობი“; „წლის მსახიობი ტელეეკრანზე“. დღესდღეობით ის ყველაზე ძვირადღირებული თურქი მსახიობი ქალია.imageბერენ საატი
ახალგაზრდა მსახიობმა ბევრ სატელევიზიო შოუში ითამაშა და რეჟისორების იმედებიც გაამართლა. მას არა მარტო ნიჭიერ ვარსკვლავად, არამედ ჭკვიან მსახიობადაც თვლიან. მოკლე დროში მან მოახერხა ათასობით ქალისა და მამაკაცის საოცნებო მსახიობად გადაქცევა. თურქი ვარსკვლავის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია შთამბეჭდავი და ამოუწურავია. ნამდვილი წარმატება მსახიობმა მოიპოვა ორ სერიალში მთავარი როლის შესრულებისათვის: პირველი სერიალი იყო "აკრძალული სიყვარული" და მეორე " რატომ არის დამნაშავე ფატმაგული". imageჯანსუ დერე
ჯანსუ დერე დაიბადა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 1980 წლის 14 ოქტომბერს. პროფესიიდ იგი მსახიობი და მოდელია. სტამბულის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2004 წელს მან შეასრულა პირველი როლი. სერიოზული როლი მან ითამაშა სერიალ "სილა"-ში, რომლითაც გაიცნო ხალხმა. შემდეგ ითამაშა ფილმებში "ეზელი" "ლამაზი დასავლეთი" "დიდებული საუკუნე" და სხვა... ჯანსუ დერე ასევე გახდა ცნობილი ბრენდების სახე. მათ შორის "AVON"-ის.imageბურაქ ოზჯივითი
პოპულარული თურქი მსახიობი და მოდელი. 2003 წელს “მსოფლიოს საუკეთესო მოდელი''-ს კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი მაყურებელი მას იცნობს სერიალიდან დიდებული საუკუნე.imageმურატ ილდმირი
და ბოლოს ქართველების საყვარელი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი. დაიბადა 13 აპრილს 1979 წელს თურქეთში. მურატმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მათავარი როლი შეასრულა 2006 წელს ტელესერიალში "ქარიშხალი" რისთვისაც დაიმსახურა პრემია "ოქროს ფორთოხალი და 2007 წელს სერიალში “ასი / Аси / asi". საუკეთესო როლი შეასრულა ფილმში "მწმინდავი". მისი მეუღლეა ასევე მსახიობი ბურჩინ ტერზიოლუ. image

0
2813
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0