ქალი და მამაკაცი როგორი უნდა იყოს იდეალური ფოტო გაცნობის საიტებისთვის - ექსპერიმენტის შედეგები 2015, 27 თებერვალი, 23:07 ![]() გაირკვა, რომ გოგონები 60%-ით მეტად იპყრობენ ყურადღებას თუ მათი ფოტო გადაღებულია შენობაში. ხოლო ბიჭები 19%-ით უკეთესად გამოდიან ქუჩაში გადაღებულ სურათებზე. ფოტოები, რომლებზეც მთელ სიმაღლეზე არიან მომხმარებლები გადაღებული, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. ამგვარი ფოტოები რეკორდულად (200%-ით!) ზრდის პროფილის ნახვას და გაცნობის თხოვნას. კვლევის შედეგად ე.წ. "სელფები" საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მისაქცევად საკამათო აღმოჩნდა. ქალების მიერ გადაღებული "სელფები" ნახვას მხოლოდ 4%-ით ზრდის, მამაკაცების კი - 8%-ით. გოგონებს უფრო მოსწონთ ბიჭების ის ფოტოები, რომლებზეც სხვა ადამიანებთან ერთად არიან გადაღებული, რადგან ეს ამტკიცებს, რომ მათ ნაცნობ-მეგობრებთან აქვთ კონტაქტი და არ არან სახლში მჯდომი მარტოხელები. კვლევის პროცესში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა: თუ თქვენ შეტყობინებებში იყენებთ სიცილაკს ცხვირით, ეს თქვენს შანსებს 13%-ით გაზრდის, ხოლო უცხვირო სიცილაკები პირიქით, 66%-ით შეამცირებს თქვენს წარმატებას. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ცხვირებს! ![]() 148 8-ს მოსწონს
|