x
image
beko777
სკანდალი ჯაჯანიძის შოუს ჩაწერაზე, მართლა ითრიეს თუ არა თმით ეკა ყურშიტაშვილმა და მულატკამ, მერსი და თაკო ვაშალომიძე?
image


წუხელ საღამოდან, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თითქოს გია ჯაჯანიძის მორიგი შოუს ჩაწერაზე, სტუმრებმა ერთმანეთი თმით ითრიეს და დაპირისპირება ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაზარდეს, რაც უნდა ითქვას, რომ მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, რადგან როგორც ჩაწერაზე დამსწრე სტუმრებთან გავარკვიეთ - ფიზიკურ შეურაწყოფამდე საქმე არ მისულა, თუმცა სიტყვიერი შეურაწყოფა - იცოცხლეთ.


გადაცემა, რომელიც 5 მარტს უნდა გავიდეს ეთერში, ერთი კვირით ადრე ჩაიწერა და სხვა სტუმრებთან ერთად იმ რვა ადამიანს მასპინძლობდა, რომელთაც თემა "ქართული მენტალობა" უნდა განევრცოთ: - თაკო ვაშალომიძე, მერსი სულხანიშვილი, ბლოგერი გურამი, მულატკა, ბესო ჩუბინიძე, ეკა ყურშიტაშვილი, თეა დარჩია და კოტე თოლორდავა, ეს ის სტუმრები არიან რომლებსაც მოუწიათ "ქართული მენტალობის" ან დაცვა, ან უარყოფა.


imageერთდროს მედავითნე თაკო ვაშალომიძე, ლამის ანათემას გადასცა თავის დროზე პოპულარულმა მულატკამ, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ აღიარა, რომ პროექტ "ჯეო-ბარში" პირდაპირ ეთერში მომხდარი სკანდალი - სექსი მასა და ერთ-ერთ რიგით მონაწილეს შორის, დადგმული სპექტაკლი იყო და არა სინამდვილე, - და რელიგიის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა რუსული "პლეიბოის" მომავალი მოდელი, არც თაკო ვაშალომიძეს დაუკლია თურმე პასუხის გაცემა და თემის განვრცობაში ჩართული მერსი სულხანიშვილი, რომელიც პოპულარული მკერდის გამოჩენით გახდა, იმდენად გააცოფა, რომ წამყვანისგან ცინიკური კომენტარიც დაიმსახურა: - მერსი შენ ქალიშვილი ხარ და ამიტომაც ხარ ასე გაცეცხლებულიო, რამაც ლამის წყობიდან გამოიყვანა ეს უკანასკნელი და ისიც დიდხანს და ხმამაღლა ამტკიცებდა - არ ვარ მე ქალიშვილი და ნუ მაყენებთ შეურაწყოფასო (!).
imageსიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ეკა ყურშიტაშვილის და მერსის დაპირსიპირებამ კულმინაციას მიაღწია და და რა მოხდა მათ შორის ამის შესახებ ჩვენი ინფორმატორი აღარ გვიყვება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოტე თოლორდავამ ჩაწერის დროს ტანსაცმლის გახდა დაიწყო: - პოპულარობა მინდა მეც მეტიო, მაგრამ გოგონების კომენტარმა - სხეული არ გიწყობს ხელს კოტიკოო, გადააფიქრებინა სტრიპტიზი.



ჩაწერა თავიდანვე სკანდალით დაიწყო, მას შემდეგ რაც გია ჯაჯანიძე ბესო ჩუბინიძემ თემებით მანიპულილერაბასა და არასაინტერესო ხალხის (გეები, ტრანსგენდერები, ლესბიანკები, გაუპატიურებულები და გამაუპატიურებლები) პოპულარიზაციაში დაადანაშაულა (რაც მთელს გადაცემას ფონად გასდევდა), საერთოდ ჟურნალისტი ჩუბინიძე ცნობილია თავისი ხისტი გამოსვლებით და შეხედულებებით ყოველგვარი ქართულის დაცვასთან მიმართებაში, რაც არც ამ შოუში დაუკლია და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამონათქვამი - შვილს გაზრდამდე ხანდახან ტრაკზე თუ წამოარტყავ ეს ცოდვად და ბავშვის უფლებების დარღვევად არ მიიჩნევაო, გადაცემის წამყვანმა და რამდენიმე მასპინძელმა - ძალადობად შეაფასეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ "ბავშვზე ტრაკზე წამორტყმა" საზოგადოების თვალში - ცემად, შეურაწყოფად და დაჩაგვრად წარმოეჩინათ, რაც საბოლოო ჯამში არ გამოვიდა.


imageჯაჯანიძემ ჩუბინიძეს გადაცემის ჩაწერის დროს წამოაძახა, - ქართული მენტალობის დამცველი ძალიან ადრე პირველ ქართულ ეროტიკულ გაზეთებში, როგორ იყავი გარეულიო? რაზეც ჩუბინიძის განმარტება მიიღო: - კი, ჩვენს ჟურნალ "ვარსკვლავებს" ჰქონდა ამის სერიოზული მცდელობა რუბრიკაში "სიყვარული და სექსი" რომ ჯანსაღი სექსი პროპაგანდა გაეწია ყოველთვის და დიახ, ჩვენ ყოველთვის ვკეთებდით ჯანსაღი სექსის პროპაგანდას, იმიტომ, რომ მსგავსი ტრანსგენდერები, უტიფარი და პიდარასტი ხალხი არ მომრავლებულიყო, როგორიც ახლააა და როგორსაც ახლა შენი გაადცემა აპიარებსო, - ჩუბინიძის ამ გამოსვლას დარბაზიდან კივილი მოყვა " - ჩვენ პიდარასტები არ ვართ და ნუ გვაყენებ შეურაწყოფას, ჩვენ გეები ვართო" - რაზეც ჟურნალისტმა იქვე მოიხადა ბოდიში - მაპატიეთ პიდარასტი არ უნდა მეთქვა, ჰომოსექსუალისტი უნდა მეთქვაო.


imageროგორც ჩვენი ინფორმატორი გვატყობინებს, - ტოლერანტობით გამორჩეულობას ცდილობდა თურმე მოცეკვავე თეა დარჩია, რომელიც ოთხი შვილის დედაა და რათქმაუნდა მეტი სითბოსკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებდა გადაცემის სტუმრებს და დაჟინებით სთხოვდა გადაცემის წამყვანს - შენ მითხარი რა არის ქართული მენტალობა და შენ ახსენიო, - რასაც გია ჯაჯანიძის "ნახევარსაათიანი" განმარტება და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების მარათონი მოყვა.


საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა შოუ შედგა და გადაცემა, რომელმაც ხუთშაბათი საღამოს ყველა რეიტიგი მოხსნა და თვით ბებერი "პროფილიც" კი ჩაძირა და მაყურებელი სრულად წაართვა, - მთლიანად გამოვიდა! შოუ შედგა და სტუმარ-მასპინძელიც (რომელთა უმრავლესობა თურმე ნასვამი მჯდარა ეთერში მეტი გამბედაობისთის) გაღიმებული დაიშალა - საზოგადოება კიდევ ერთ ხუთშაბათ საღამოს გადააგორებს და ლარის, დოლარის და ევროს კურსი კი, იშვიათად გაახსენდებათ, პური და სანახაობა... სანახაობა შედგა! ხალხი ახლა პურს ელოდება!

1
5284
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
5284
  
2015, 6 ივნისი, 14:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1