x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დავიდ კოვერდეილი DEEP PURPLE-ს დროინდელ სიმღერებს ხელმეორედ გამოსცემს
imageჯგუფ Whitesnake-ის ფრონტმენმა დევიდ კოვერდეილმა დაადასტურა ახალი, რიგით მეთორმეტე სტუდიური ალბომის The Purple Album-ის გამოშვების თარიღი.


შეგახსენებთ, რომ დევიდ კოვერდეილმა 1973 წელს Deep purple-ში შეცვალა მომღერალი იან გილანი.


კოვერდეილმა DP-ში ე.წ.Mark III და IV შემადგენლობაში 1976 წლამდე დაჰყო, რის შემდგომ "დიფ ფარფლი" დაიშალა.


მას შემდგომ მომღერალმა შექმნა ჯგუფი Whitesnake(თეთრი გველი)..აგერ უკვე რამდენი წელია ჰარდ -როკის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა ისეთი შესანიშნავი ჰიტებით, როგორებიცაა Still Of The Night, Here I Go Again, fool for your loving, Is This Love, crying in the rain და სხვა.



ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი-" Forevermore" 2011 წელს გამოვიდა, ახლა კი კოვერდელიმა ორივე ჯგუფის ფანებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.


"ეს არის ხარკი, -განაცხადა მომღერალმა- ეს არის დიდი დიდი მადლობა Deep Purple მიმართ, რომ მომეცა შესაძლებლობა 40-ზე მეტი წლის წინ მათთან ერთად ვყოფილიყავი."


"მე ვუთხარი რიჩი ბლეკმორს, -თქვენ ბიჭებო მომიწყეთ არაჩვეულებრივი მოგზაურობა, რომელიც დღესაც გრძელდება, მათზე უკეთეს მასწავლებლებლებს ვერც ვინატრებდი.Deep Purple-ს უნივერსიტეტი არაორდნიალურია, საოცარი სკოლა..ჩვენ ვერ მოვიცდით, რომ ეს სიმღერები კონცერტებზე არ შევასრულოთ."

imageThe Purple Album-ში 13 ტრეკია შესული, ყველა ნაცნობია რა თქმა უნდა კლასიკური როკის მოყვარულთათვის.სასაჩუქრე გამოცემას ბონუსად 2 სიმღერა დაერთვის, აგრეთვე გადაღებული იქნება 4 ვიდოეკლიპი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.


ალბომი გაყიდვაში იქნება 18 მაისიდან ევროპაში, ხოლო 19 მაისიდან ჩრდილოეთ ამერიკაში.


ხოლო ჯგუფის მსოფლიო ტურნე 28 მაისს ვაშინგტონიდან დაიწყება.


ტრეკლისტი:
1-Burn 2-You Fool No One (interpolating Itchy Fingers)3-Love Child 4-Sail Away 5-The Gypsy 6-Lady Double Dealer 7-Mistreated 8-Holy Man 9-Might Just Take Your Life 10-You KeepOn Moving 11-Soldier Of Fortune 12-Lay Down Stay Down 13-Stormbringer


ბონუსი:
1-Lady Luck 2-Comin’ Home


ვიდეოკლიპები:Lady Double Dealer; Sail Away;Stormbringer; Soldier Of Fortune


Behind The Scenes.


25 თებერვალს YOU TUBE-ზე დაიდო - Stormbringer-ის ოფიციალური ვიდეო.

0
18
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0