კაბები კაბები, კაბები და ისევ კაბები " ოსკარის" რიგით 87 - ე დაჯილდოების ცერემონიაზე ( + ვიდეოები ) 2015, 23 თებერვალი, 9:23 დამეთანხმებით, დღეს მსოფლიოს ყურადღება ლოს ანჟელესში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიპყრობილი.გამონაკლისი არც ჩვენი ქართული საზოგადოებაა, რადგან პირველად ახლის მოლოდინში ვართ, რადგან " ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის " მანდარინებია" წარდგენილი.
ჯერჯერობით გამარჯვებული არ დასახელებულა, მაგრამ მინდა სტატიაში წარმოგიდგინოთ რამდენიმე, საზოგადოებისთვის არანაკლებ საინტერესო " კაბები, კაბები და ისევ კაბები" კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს " ოსკარის" რიგით 87 - ე დაჯილდოების ცერემონიაზე. როგორ გამოიყურებოდნენ და რა ეცვათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე? ვინ გახდება მოდის კრიტიკოსების სამიზნე 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე? ვის ჩაცმულობას მიანიჭებენ უპირატესობას? მოგეხსენებათ, მსახიობები მილიონობით დოლარებს ხარჯავენ და თვეების წინ ეწერებიან რიგებში მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ და მოდურ სალონებსა თუ სოლარიუმებში.აქ მნიშვნელოვანია არა მარტო კაბის სტილი და მასზე დახარჯული ქსოვილის ხარისხი, უმნიშვნელოვანესია თითოეული აქსესუარი. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს თავიანთი კაბებით, რომლებიც ამაყად მიაბიჯებდნენ ლოს - ანჟელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - " ოსკარის" რიგით 87 - ე დაჯილდოების ცერემონიაზე.ულამაზესი, უბერებელი და უსაყვარლესი " ოსკაროსანი" მსახიობი ჯულიანა მური. უმშვენიერესი ფიოლეტა ჯონსი.სრულიად ახალგაზრდა მსახიობი კრის ტეიგანი. უმშვენიერესი ნიკოლ კიდმანი. უცნაური ვარცხნილობით მსახიობი Ava DuVernay. უბერებელი Laura Dern. წითელი კაბით წითელ ხალიჩაზე სოლანჟე Knowles . უმშვენიერესი მერილ სტრიპი.ეპატაჟური მომღერალი და მუდამ "შესამჩნევი" სტილით გამორჩეული ლედი გაგა.მომხიბლავი ქეით ბლანშეტი.ორიგინალური კაბით გვინეტ პერტლოუ.სოფია ვერგარა.სკარლეტ იოჰანსუნი.ჯენიფერ ლოპესი. Marion Cotillard. 225 8-ს მოსწონს 1-ს არა
|