კაბები ანჯელინა ჯოლის 10 საუკეთესო კაბა "Versace" - ს კოლექციიდან 2014, 11 მაისი, 3:19 "იტალიური სახლის შედევრად" ცნობილი დონატელი ვერსაჩე ყოველთვის პოულობს შესაფერის ქსოვილს და ძაფს დიდი ეკრანის ყველაზე ლამაზი მსახიობისთვის - ანჯელინა ჯოლისთვის საუკეთესო კაბის შესაკერად.რაღა თქმა უნდა, დიზაინერი თავის კუმირს უფასოდ ემსახურება.ყოველთვის "королева Голливуда"
გამოირჩევა თავისი სტილით და თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს მისი მოზომილი თუ მოუზომავი ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე.პუბლიკა მუდამ სიამოვნებით უცქერს მსახიობს, რომელსაც არა ერთ ცერემონიაზე კოჭიდან ბარძაყამდე გამოსჩენია ფეხი. 2012 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ვარსკვლავი შავი ფერის ბარხატის კაბით წარსდგა. 2009 წელს "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი კრემისფერი კაბით იწონებდა თავს "ვერსაჩეს" კოლექციიდან. 2011 წლის " ოქროს გლობუსზე" ანჯელინა ფირუზისფერი კაბით წარსდგა გულშემატკივრების წინაშე. 2012 წლის "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე ყველაზე მომხიბლავი მსახიობი ყველაზე მომხიბლავი კაბით იყო. 2010 წელს ნიუ - იორკში გამართულ ფილმის "Турист" პრემიერაზე მსახიობს კვლავ "საკუთარი" დიზაინერის შეკერილი კაბა ეცვა. 2009 წელს კანში გამართულ კინოფესტივალზე ვარსკვლავი ასე გამოიყურებოდა: 2010 წლის ივლისში მსახიობი მოსკოვში ფილმის Солт" პრემიერაზე წითელი კაბით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.2010 წელს მადრიდში გამართულ ფილმის პრემიერაზე ( ზუსტად იმ დროს, როდესაც მსახიობს მკერდის კიბოს დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდა ) ვარსკვლავი კვლავ "ვერსაჩეს" კოლექციიდან შერჩეული სამოსით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე.სულ ორიოდე დღის წინ კი მსახიობი ლონდონში გამართულ ფილმის "Малефисента" პრემიერას ესწრებოდა, სადაც ანჯელინა ისევ ისეთივე მომხიბლავი და მიმზიდველია, მიუხედავად ავადმყოფობისა და მომატებული ასაკისა. როგორც წყარო გვაცნობებს, მსახიობსა და დიზაინერს შორის უტყუარი ალიანსი არსებობს, რამაც ამ სეზონში კიდევ ერთხელ შეახსენა თავი მსოფლიო მოდის მესვეურებს. ამის საუკეთესო დასტური იყო ლონდონში ფილმის პრემიერაზე ვარსკვლავის გამოჩენა ისევ და ისევ "Versace" კაბით. 1159 10-ს მოსწონს
|