ავტორები: ქეთევანი ტატიკიანი
ალისა
სულამანიძე
რთულია დაადგინო
მიზეზი იმისა, თუ რა უბიძგებს ადამიანებს ტერორისტული აქტის ჩადენისკენ. რთულია იმის
გაგებაც, თუ როგორ შეიძლება მორალურად იყო
მზად უდანაშაულო ადამიანის მოსაკლავად, საწამებლად ან მისთვის ნებისმიერი ზიანის მისაყენებლად,
თანაც ამისთვის საკუთარი თავის გამეტებაც არ გაგიჭირდეს და არც შენი ასაკი გაღელვებდეს.
ტერორიზმი-
ეს არის საერთაშორისო საფრთხე, რომელზე ფიქრმაც მთელი მსოფლიო და სხვადასხვა სპეციალობის
ადამიანები მოიცვა. მას ხშირად ასე ხსნიან: ადამიანთა მიერ შექმნილი მცირე ჯგუფების
ძალადობა სხვებისადმი. ამ მოვლენით საკმაოდ
დაინტერესდნენ ფსიქოლოგებიც, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ ტერორისტების
ინდივიდუალურ თავისებურებებს, ცდილობდნენ ეპოვათ რაღაც „მინიშნებისმაგვარი“, რათა დაედგინათ,
თუ რა იყო რეალური მიზეზი/მიზეზები ტერორიზმისკენ სწრაფვისა. ერთ-ერთი ასეთი სპეციალისტის,
პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის ტერორიზმის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის,
ჯონ ჰორგანის, მიერ წარმოდგენილი ტერორიზმის გამომწვევი მიზეზებია:
1)გაღიზიანება, თავის ჩათვლა სამოქალაქო უფლებებჩამორთმეულად.
2)“პოტენციური ტერორისტის“ რწმენა იმისა, რომ მის მიმდინარე
პოლიტიკურ აქტივობას არ ძალუძს რაიმე რეალური გარდაქმნების მოხდენა.
3)ფაქტი, რომ ასეთი ადამიანები ხდებიან იმ სოციალური
უსამართლობის მსხვერპლნი, რომლის წინააღმდეგაც „იბრძვიან“.
4)გრძნობა იმისა, რომ საჭირო და უფრო შედეგიანია კონკრეტული
ქმედებები, ვიდრე პრობლემაზე უბრალოდ საუბარი.
5)რწმენა იმისა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
ძალადობა სულაც არ არის უზნეო საქციელი.
6)საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულებით გამსჭვალული
მეგობრებისა და ოჯახის ყოლა.
7)რწმენა იმისა, რომ გარკვეულ მოძრაობებში გაერთიანება
შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური თუ სოციალური ჯილდოს მიღების საფუძველი. (მაგალითად:
მეგობრული სულისკვეთების გრძნობა, თავდაჯერებულების მომატება)
ჰორგანი
ტერორიზმებზე აგრეთვე ამბობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი არიან გიჟები. ჩვენ შეგვიძლია,
მათი საქციელი ავხსნათ, როგორც რაიმე პათოლოგია, თუმცა იმის თქმა, რომ ეს მენტალური
დაავადების შედეგია, მცდარი იქნებოდა“.
ამასთანავე,
თავის მიზეზებს გვთავაზობს ტერორიზმის შესწავლის ექსპერტი მარტა კრენშოუ, რომელიც გამოყოფს
შემდეგ პუნქტებს: 1)რეალური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა 2)“მიკუთვნების“
საჭიროება 3)გარკვეული სოციალური სტატუსის ძლიერი სურვილი 4)მატერიალური ჯილდოს მიღება.
როგორც
ვხედავთ, მოოყვანილ ექსპერტთა მოსაზრებები გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისგან.
თითოეული მათგანი გამოყოფს ძირითადი გამომწვევი მიზეზების სხვადასხვა რაოდენობას. აგრეთვე,
თითოეული საბაბი განსხვავებული ინტერპრეტაციითა და დეტალებითაა წარმოდგენილი. მიუხედავად
ამისა, თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ტერორიზმი არ არის „არსაიდან“ წარმოქმნილი
პრობლემა, „კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არსებობს“. რეალურად, ის. რასაც თითქმის ყველა მცოდნე
ერთხმად აღიარებს, არის ფაქტი, რომ ტერორიზმი იქცევა საბოლოო ფაზად იმ გაღვივებული
პრობლემებისა, რომელიც იწყება ჩვეულებრივ გარემოსა და საზოგადოებაში. ის გარკვეული
წინააღმდეგობების გადალახვის ახალ, „პოპულარულ“ გზად გვევლინება და, რაც ყველაზე მთავარია,
ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს თვითგაუცნობიერებადი ადამიანებისათვის, რომელთაც „მიკუთვნების“ პრობლემა გააჩნიათ.