მოვლენები პირველად მსოფლიოში! მოდელი-ამპუტანტი ნიუ-იორკში მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებებში მიიღებს მონაწილეობას 2015, 18 თებერვალი, 1:15 ბრიტანელი ჯეკ ეირსი პირველი მოდელი-ამპუტანტი გახდება, რომელიც ნიუ-იორკში მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებებში მიიღებს მონაწილეობას. 25 წლის ჯეკ ეირსი, რომელიც პირად ტრენერად და ფიტნეს-მოდელად მუშაობს, მოდის ბრენდმა "Antonio Urzi"-მა ნიუ-იორკში მაღალი მოდის კვირეულისთვის შეარჩია. ჯეკმა ფეხი 16 წლის ასაკში დაკარგა, მას კიდურის ამპუტაცია ბარძაყის თანდაყოლილი დეფექტის გამო დასჭირდა.თავად 25 წლის ჯეკი უზომოდ ბედნიერი და დადებითი ემოციებისგან დატვირთული ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის, მაგრამ სამყარო ხომ საოცრებებითაა სავსე. აი, რა განაცხადა მან პრესისა და ტელევიზიების წინაშე : - „მე მომხდარის გამო რაღაც სიურეალიზმს განვიცდი, ვერ ვიჯერებ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. გახდე პირველი მოდელი-ამპუტანტი მაღალი მოდის კვირეულზე - ეს დაუჯერებლად დიდი მიღწევაა. წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ველოდე, ამიტომ სავსე ვარ ემოციებით. მაგრამ მინდა მთელს მსოფლიოს ვუთხრა, რომ კიდურის დაკარგვა თქვენი წარმატებების გზაზე ბარიერს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ჯეკმა. ამპუტაციის შემდეგ ჯეკი ფიტნესმა გაიტაცა და სხეულის შესანიშნავ პროპორციებს მიაღწია. შემდეგ ის სამოდელო კარიერით დაინტერესდა. ჯეკმა ხელი მოაწერა სააგენტო Models of Diversity-თან, რომელიც განსხვავებული მოდელების აღმოჩენით არის დაკავებული. ამის შემდეგ ჯეკის კარიერა წარმატებულად განვითარდა. ის ერთ წელიწადს ჟურნალ "Men’s Health"-ის თანახმად წლის ადამიანიც გახდა.წყაროს ინფორმაციით, ჯეკ ეირსი სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობდა, როგორიცაა "for Tango and Barclays". თავდაპირველად მას სურვილი ჰქონდა მეხანძრე გამხდარიყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამას ვერ შეძლებდა და 18 წლის ასაკში ამპუტირებული ფეხით სატრენაჟორო დარბაზის ხშირი სტუმარი გახდა.სწორედ აქ ჩამოუყალიბდა ჯეკს სამოდელო კარიერაზე ფიქრი, თუმცა "უიმედო". როგორც ვხედავთ მას დიდი მომავალი ელოდება სამოდელო ინდუსტრიაში და ეს იქნება ახალი რეალობა თანამედროვე მოდურ სამყაროში. 297 9-ს მოსწონს 1-ს არა
|