x
image
ვიზა კოხაძე
რა სიახლეს გვთავაზობს თბილისის მოდის კვირეული ,რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება
image
23 აპრილს თბილისის რიგით მე-8 მოდის კვირეული დაიწყება, რომელიც თბილისის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება.მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მოდური მოვლენის ახალი სახე უმშვენიერესი 13 წლის გოგონა - ანა შელია, რომლისთვისაც კიკალა სტუდიომ უკვე გამართა ორდღიანი ფოტო სესია, სადაც დამწყები მოდელისთვის შერჩეული იქნა საიმიჯო ფოტო.

ანა შელია დაიბადა ქალაქ თბილისში 1999 წლის 8 ივნისს.მისი სიმაღლე 177 სმ-ია.როგორც ირკვევა, მან პირველად გასულ წელს მიიღო მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულში, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში და როგორც თავად ამბობს, თაკო ჩხეიძე მას ბავშვობიდან იცნობდა, რომელმაც გადააწყვეტინა სერიოზულად ეფიქრა
მოდელობაზე.image

ანა შელიას გარეგნულად ძალიან ბევრი ადამიანი ამსგავსებს "ვიქტორია სეკრეტის" ანგელოზს - როზი ჰანტინგტონ უაილტის.მართლაც, როგორც სანდო წყაროები გვეუბნებიან, დიდი დაკვირვება არაა საჭირო, რომ ამ ორ ქერა ცისფერთვალება გოგონას შორის მსგავსება დავინახოთ.სწორედ როზი უაილტია ანას ერთ-ერთი მისაბაძი imageimageimageimageimage

imageimageimageimage
და საყვარელი მოდელი ადრიან ლიმასთან ერთად.როგორც თვითონ აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში, მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რაც კიდევ უფრო უძლიერებს ინტერესს მოდელობისადმი და გადაწყვეტილი აქვს თავდაუზოგავი შრომა მოდის მწვერვალების დასაპყრობად.


ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ გულრწფელი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პატარა ქართველ ანგელოზს.

2
142
29-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
142
  
2013, 4 აპრილი, 22:38
საინტერესოა.
2013, 4 აპრილი, 22:08
ძალიან კარგია ;)
0 1 2