ისტორია საბრძოლო ნათლობის პირველი ღამე - 17 წლის მეომრის დღიურები აფხაზეთის ომიდან 2015, 17 თებერვალი, 22:45 ![]() * * * საღამოს პოზიციათა ცვლა უნდა მომხდარიყო, მდინარე გუმისთის ერთ ნაპირზე ჩვენები იყვნენ სანგრებში, მეორე ნაპირზე კი – აფხაზები. მომცეს AKM-ის ავტომატი, სამი სავსე “რაჟოკი”, ხელყუმბარები, ერთიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ერთი მუხა და ცალკე ტყვია წამალი – თუმცა მანამდე “მომთხოვეს” – მიზანი უნდა შეგიმოწმოთო! ნუგზარი იყო, ბოხაშვილი, რუსთაველი მებრძოლი, მითხრა - აგერ, იმ სახლის საკვამურს, თუ 30 ტყვიიდან “ადინოჩნებით” 15-ს მაინც გაარტყავ, პოზიციებზე მაშინ წაგიყვანთო. – ვიუკადრისე, რას ქვია 15-სთქო, - ჩავიმუხლე, ავტომატი მხარზე მოვირგე და 30 ტყვიიდან 27 მიზანს გავარტყი… გაგიჟდა ბატალიონის მეთაური, – რა გვარი ხარო, მერეღა მკითხეს, რომ ვუთხარი – გაეცინათ – ახლა ყველაფერი გასაგებიაო…:) ![]() ჩვენი აკოფი ტალახით იყო სავსე, აკოფში მე და ძია შაქრო ვიყავით, დილის 5-ზე სროლები, რომ მინელდა მერეღა მითხრა, – ნახე რამდენი გისვრიაო… ჩემს ცარიელ “რაჟოკებს” გადავხედე და შემრცხვა – ბევრი ტყვიაწამალი დამიხარჯავს… მინელებულმა სროლამ, დილის 5 საათზე დამამშვიდა და ფეხზე წამოვდექი სანგრიდან და ბიჭებისკენ გადავდგი ნაბიჯი, არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი წუილის ხმა, თითქოს რაღაც საშინელი მოფრინავდა ჩვენსკენ – მახსოვს შაქრო ძიამ ხელი მკრა, მიწაზე დამაგდო, ზედ გადამეფარა და გუმისთის მეორე მხრიდან გამოსროლილი რაკეტის ნამსხვრევებისგან მიხსნა, საბედნიეროდ თვითონაც გადარჩა (იმ რაკეტის დარჩენილი ნაწილი, მერე სახსოვრად თან წამოვიღე). ![]() მერე ყველაფერი მიწყნარდა, თურმე იმ სახლიდან ბომბავდნენ მთელი ღამე სოხუმის ახალი რაიონის 16-იანებს, სროლის შეწყვეტის შემდეგ თავს წათვლემის უფლებაც მივეცი, იქვე ტალახიან აკოფში, ბუშლატაზე წამოვწექი, ბალიშად “კასკა” ამოვიდე, ცხელი ავტომატი გულში ჩავიხუტე და… დავიძინე". რუსთავის ბატალიონი, აფხაზეთის ომი 1993 წელი, ბესო ჩუბინიძე 753 3-ს მოსწონს
|